ცნობილი ფრანგი სპეციალისტი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
Le Parisien-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი ჟერარ ულიე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ულიე წვრთნიდა საფრანგეთის ნაკრებს, "პარი სენ ჟერმენს" და ბევრ სხვა კლუბს. ბოლო წარმატებები კი "ლივერპულსა" და "ლიონში" ჰქონდა.

ფრანგი "წითლებს" 1998-2004 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად უეფას თასი და სუპერთასი მოიგო. ასევე - ინგლისის თასი, ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი ორჯერ. მასთან ერთად "ლივერპულმა" პრემიერლიგაში მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავა. "ლიონს" ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა და ორჯერვე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა (2006, 2007).

მას შემდეგ მხოლოდ "ასტონ ვილა" გაწვრთნა
1 სეზონში და კარიერაც დაასრულა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა. ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო და კარგ ფეხბურთს ათამაშებდა ლივერპულს. გული მაშინაც აწუხებდა.
emigranti
01:57 15-12-2020
0

სიახლეები პოპულარული