ემოციური ისტორია: მოხუცი წყვილი "ფენერბაჰჩეს" მატჩებს არ ტოვებდა, კლუბმა კი ისინი დააფასა [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ კვირას თურქულმა "ფენერბაჰჩემ" მნიშვნელოვანი გულშემატკივარი დაკარგა. ის 90 წლის იჰსან გუნგორელნერი გახლდათ.

ეს ქალბატონი, თავის მეუღლესთან ერთად, თურქული გრანდის ყველა მატჩს თვალს გასული საუკუნის შუა რიცხვებიდან ადევნებდა.

გულშემატკივრების გარდაცვალების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ პატივი თავისებურად მიაგო. მათ წყვილის ფიგურები სტადიონზე დაამონტაჟეს.


Sportall.Ge

 

მუმთაზი და იჰსანი მათემატიკის მასწავლებლები იყვნენ. ქორწილის შემდეგ მათ გადაწყვიტეს "ფენერის" ყველა საშინაო მატჩზე დასწრება. როგორც იჰსანმა განაცხადა:

" ერთხელ მატჩზე დასასწრებად შვილიშვილების მოტყუება მომიწია, ვითომდა არაფერი მაწუხებდა, რადგან მატჩზე წასვლის უფლებას არ მაძლევდნენ".

 

 

Sportall.Ge

"ფენერბაჰჩეს" 18

წლის ასაკიდან ვგულშემატკივრობ" - მუმთაზი, 2010 წელი



Sportall.Ge

2013 წლის დეკემბერში მუმთაზი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იჰსანმა საყვარელი კლუბი არ მიატოვა და კვლავ აგრძელებდა მატჩებზე სიარულს, მაგრამ ის მხიარული და ბედნიერი ღიმილი აღარ დაჰკრავდა, როგორიც მანამ, სანამ მისი ქმარი გვერდს უმშვენებდა.

"ფენერბაჰჩემ" მას მხარი დაუჭირა. ისინი შეხვდნენ იჰსანს, ყვავილები აჩუქეს და მუმთაზის გარდაცვალების შემდეგ, პირველივე მატჩში მოედანზე გაიყვანეს და ვოლკან დემირელს შეახვედრეს. ვოლკანი თურქული კლუბის მეკარე გახლდათ, რომელმაც ღირსეული სიტყვებით მიმართა ქალბატონს:

"თქვენ ახლა ჩვენს ხელში ხართ", ამ სიტყვების შემდეგ კი გულშემატკივარმა მხურვალე ოვაციები ატეხა.

 

Sportall.Ge

 

"ბოლო წლებში იჰსანი ჯანმრთელობის გამო მოედანზე მისვლას ვეღარ ახერხებდა, მაგრამ თურქულ კლუბს ის არ ავიწყდებოდა. მაგალითად, ერთხელ ხელმძღვანელობა ახალი ფორმის საჩუქრად გადასაცემად ესტუმრა და ბებია ძალიან გაახარა" - განაცხადა მისმა შვილიშვილმა.

ამა წლის დეკემბერში იჰსანი გარდაიცვალა. კლუბი მის ამქვეყნიდან წასვლას ასე გამოეხმაურა:

"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენი საყვარელი იჰსანი გარდაიცვალა. ადამიანი, რომელმაც კლუბი ზამთარსა და ზაფხულში მარტო არ დატოვა. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის ქალიშვილს, სელმინ ოზამადს, მის ოჯახს, ახლობლებსა და ზოგადად, საზოგადოებას.

"ფენერბაჰჩეს" ოჯახი ორ დიდებულ ადამიანს, რომლებიც გულით ატარებდნენ კლუბის სიყვარულს, მუმბაზსა და იჰსანს, არასდროს დაივიწყებს".

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა!!
ყოჩაღ გიორგი!!
buba
14:33 17-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული