ყაზახეთის "ორდაბასი", რომელიც სეზონის დასრულებისთანავე მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დატოვა, მის შემცვლელს ეძებს და Meta-ratings.kz-ის ცნობით, მიაგნო კიდეც.
გამოცემის მტკიცებით, დიდი ალბათობით, შიმკენტურ გუნდს ვლადიმირ გაზაევი ჩაუდგება სათავეში.
ვლადიმირ გაზაევი ბოლოს "ტობოლს" წვრთნიდა, ქართველი გულშემტკივარი კი მას "რუსთავში" მუშაობით იცნობს. ვლადიმირ ვალერის ძემ "ორდაბასიში" შესაძლო დანიშვნის თაობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.