პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მეტოქე გუნდის ფორვარდის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვიეს. ამას ფეხბურთელთა შორის უთანხმოება მოჰყვა, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.
ამას კი კონფლიქტში სათადარიგოთა სკამზე მყოფი მოთამაშეების ჩართვა მოჰყვა, თუმცა მწვრთნელებისა და მსაჯების წყალობით ჩხუბი შეჩერდა.
ბრაზილიური საინფორმაცია საშუალებების მიხედვით, ჩხუბის მონაწილე 9 ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. შეხვედრა კი "ფლუმინენსემ" მოიგო და ჩემპიონიც გახდა.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით