"ვორსკლას" მწვრთნელს წიტაიშვილის იმედი აქვს

AutoSharing Option
ახლახან ცნობილი გახდა, რომ კიევის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "ვორსკლაში" ითამაშებს. ამის თაობაზე კომენტარი პოლტავური გუნდის მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა გააკეთა.

"იმედია, წიტაიშვილი დაგვეხმარება. პერსპექტიული ფეხბურთელია. სხვა პოზიციების გაძლიერებაც გვინდა, მაგრამ ვნახოთ. ფეხბურთელების კლასზე ვიქნებით დამოკიდებულნი. ჯერ არ ვიცით, ვის დავიმატებთ", - განუცხადა მაქსიმოვმა ტელეარხ "ფუტბოლს".

ამ სეზონში კიეველთა რიგებში წიტაიშვილმა მხოლოდ 125 წუთი ითამაშა და პრაქტიკის მისაღებად გაუშვეს "ვორსკლაში", რომელიც ჩემპიონატზე 13 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რონალდო და მესი არ მარიაჟობენ იმდენს , რამდენსაც ქართველი ვითომ სტარები ... ეს ამპარტავანი, ცხვირაწეული, წარმოშობით ქართველები , საკუთარი ქვეყანას სახელით თამაში ეპაზორებათ და სხვებს ეტმასნებიან, ამათი ღამურაააა ..../// საბოლოოდ არც იქ ვარგიან და აღარც საქართველოში აქვთ შანსი ვინმეს სიყვარული რომ დაიმსახურონ, რამდენიც არ უნდა გვტენოთ და აპიაროთ ჟურნალისტებმა , მაინც არაფერი გამოგივათ!!! გოგია, ჯიქია, წიტაიშვილი, ვაჩიბერიძე , იმედია ამათ აღარ დაემატება არავინ!
Vasili
12:33 23-12-2020
1
ასე თუ გააგრძელა “პროგრესი” მოუწევს ვაჩიბერიძესავით ლატვიაში ან მეორე ლიგაში თამაში
ვახო
11:25 23-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული