ამა წლის სექტემბერში რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიროკოვმა სამოყვარულო გუნდების მატჩისას მსაჯი ნიკიტა დანჩენკოვი სცემა. დღეს სასამართლომ შიროკოვს სასჯელი გამოუტანა - 100 საათი იძულებითი სამუშაოები და 100 ათასი რუბლის (1 357 დოლარის) დაზარალებულისთვის ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენების გამო გადახდა.
39 წლის შიროკოვის ადვოკატმა ვადიმ ლიაპინმა განაცხადა, რომ ბუცებს აუქციონზე გაყიდიან, თანხას კი ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხავენ. მან დაამატა, რომ ბუცებს ქაცვები აღარ აქვს და მასზე სისხლი არ არის.