ინგლისელმა ლეგენდამ პელეს დასცინა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა, ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა პელეს ლეო მესის "გრანადას" კარში შესრულებული დუბლის შემდეგ "ტვიტერზე" დასცინა.

"ბოლო 2 მატჩში მესიმ 4 გოლი გაიტანა და ახლა პელეს ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რეკორდს მხოლოდ და მხოლოდ 583 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება.

მაგრამ არა, დაიცადეთ, სწორედ ახლახანს იპოვეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ პელემ კიდევ 73 გოლი "სანტოსის" 14-წლამდე გუნდში გაიტანა. შესაბამისად, ჩამორჩენა 656 გოლამდე გაიზარდა...

ვიცი, ვიცი, რომ პელე ნამდვილი ლეგენდაა, მაგრამ ცოტა გამხიარულება არ გვაწყენს,"- დაწერა
ლინეკერმა.

ცოტა ხნის წინ, როცა კრიშტიანომ პელეს გადაასწრო, ბრაზილიელი ინსტაგრამის პროფილის აღწერაში გატანილი გოლების ოდენობა გაიზარდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ახალი რაღაცა მოიგონეს მესის გამოსაჩენად.ერთ გუნდში გატანილი გოლები.იმიტომ რომ იციან კრიშტიანოს საერთო გატანილ გოლებს ვერასოდეს მიაღწევს.მარტო ნაკრებში გატანილი 102 ბურთი ნამდვილი კოსმოსია,სხვა პლანეტა.
პელე მეფეა და მეფედ დარჩება.
11 იანვარი 2021 20:08
5
რამდენი წლის ხარ???
L.J.
11 იანვარი 2021 16:29
1
ლინეკერი ვისთვის არის ლეგენდა.მესი და ლინეკერი და კიდევ ერთი ორი მაგისნაირი უზრდელი რომ შეკრიბო პელეს ნახევარიც ვერ იქნებიან.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთის მეფე.
10 იანვარი 2021 23:23
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული