დავიდსი პირველივე მატჩში ჩხუბის გამო გააძევეს - ედგარმა პორტუგალიური გუნდი ჩაიბარა

AutoSharing Option
"იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონასა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ედგარ დავიდსს პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდ "ოლიანენსეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ მისთვის შესაფერისი დებიუტი ჰქონდა.

47 წლის სპეციალისტმა გუნდი "ლუზიტანუ ევორას" წინააღმდეგ გაიყვანა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებმა ჩხუბი ატეხეს. არავისთვის გასაკვირად, ჩხუბში დავიდსიც ჩაერთო და როგორც პორტუგალიური მედია წერს, ღირსეულად იჩხუბა. ედგარმა წითელი ბარათი მიიღო, მისმა კოლეგამ კი - ყვითელი. De Telegraaf-ი წერს, რომ თამაშის შემდეგ დავიდსს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დავიდსი დაუნდობელი მოჩხუბარი მოედანზეც იყო და მის მიღმაც. "ბარნეტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ 9 მატჩი დაჰყო და აქიდან 3-ჯერ წითელი, 4-ჯერ კი ყვითელი ბარათი მიიღო. ნიდერლანდელს კარიერაში 19 ტიტული აქვს მოგებული.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰოლანდიური ფეხბურთის ოქროს ხანა იყო 70-იანი წლები, კრუიფის, ნეესკენსის, რესენბრინკის, კროლის და რინუს მიხელსის დრო. დევიდსი 1973-ში დაიბადა. არც ვან ბასტენის დროს, 80-იანებში.პრედატორს ეძახდნენ სპეციალური სათვალეების გამო, და ამართლებდა მეტსახელს...ისე მე თუ მკითხავთ ზეედორფი ბევრად ჯობდა. ორივე ფეხში ზარბაზანი და სამ სხვადასხვა კლუბში ლიგის მოგება ერთეულების ხვედრია.
emigranti
01:19 12-01-2021
0
ის იყო ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰოლანდიის ნაკრების ოქროს ხანის შემადგენლობაში.
DINO_ZAUR
20:07 11-01-2021
1

სიახლეები პოპულარული