სხვათა შორის, ამ წითელი ბარათის წყალობით, რამოსი "რეალის" რეკორდსმენი გახდა - ის პირველი ფეხბურთელია "სამეფო კლუბის" ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში 3 წითელი ბარათი მიიღო. ამისთვის სერხიოს 67 მატჩის ჩატარება
"პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ და განსაკუთრებით, სერხიო რამოსის გაძევების შემდეგ გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ნახევარში თამაში დავალაგეთ და ჩემი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დავრჩი. მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია ჩაბი ალონსოს გამოჩენამ და ალვარო არბელოას კარგმა თამაშმა, რომელიც გარდა იმისა, რომ გოლის ავტორად მოგვევლინა, ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც იყო," - განაცხადა პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ.
მარჯვენა მცველმა მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - გოლის გარდა, რომელიც 2010 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ მისთვის პირველი იყო, არბელოამ დი მარიას საგოლე პასიც გაუკეთა და მადრიდელი გულშემატკივრისგან მადლობაც მიიღო: დი მარიას გოლის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა "არბელოა, არბელოას" სკანდირებდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც იციან, როგორ გაგახარონ. სხვათა შორის, კრიშტიანოს ტრავმის შემდეგ მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ სანამ პორტუგალიელი არ იქნება, გოლებს მე გავიტან-მეთქი" - იხუმრა ბედნიერმა არბელოამ, რომელსაც "რეალის" რიგებში სულ 4 გოლი აქვს გატანილი - 2 ჩემპიონატში და 2 ჩემპიონთა ლიგაში.
მარჯვენა მცველის გარდა, თავის გამოჩენა გარეთ ბეილმა, ანხელ დი მარიამ და ისკომ შეძლეს. იტალიელმა სპეციალისტმა განსაკუთრებით უელსელი ფეხბურთელი გამოარჩია და ასევე, კაზემირო შეაქო:
"ბეილმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ის მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა. დღეს გარკვეული პერიოდი მან ცენტრში ითამაშა, თუმცა უმეტესად მარჯვნიდან მოქმედებდა და მომავალშიც ასე იქნება - ის უფრო ეფექტური სწორედ მარჯვენა ფრთაზეა. ასევე, ძალიან მომეწონა კაზემირო - ის ზომიერად აგრესიული იყო და ართმევაზე შესანიშნავად თამაშობდა.
საერთოდ, ნახევარდაცვის ცენტრში საკმაოდ დიდი კონკურენცია გვაქვს - "ალმერიასთან" ილიარამენდიმ დატოვა შესანიშნავი შთაბეჭდილება, დღეს კაზემირომ; ამასობაში ალონსოც ბოლომდე მზად იქნება და შაბათისთვის, შესაძლოა, მოდრიჩიც მომჯობინდეს".
"გალას" დამარცხებით, "რეალმა" არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა ან პირველი ადგილი გაინაღდა, არამედ "სამეფო კლუბმა" "ბარსელონას" რეკორდი დაამხო და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 30-ე თამაშში გაიტანა. კატალონიური კლუბის სერია 2009 წლის 24 ნოემბერს დაიწყო და 2012 წლის 7 მარტს დასრულდა (ჯამში 29 მატჩი). "სამეფო კლუბმა" ლიგაში ბოლო უგოლო მატჩი კი სწორედ "ბარსასთან" ჩაატარა, როდესაც 2011 წლის 3 მაისს ჩატარებულ 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში 0:2 წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. B ჯგუფი: დიდება მეფესა, "იუვემ" მოიგო! [VIDEO]