გიორგი წიტაიშვილი: კოლექტივმა კარგად მიმიღო

AutoSharing Option
კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "საფეხბურთო ფორმატთან" ახალ გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა:

"სიმართლეს გეტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ. უკრაინაში კარგ გუნდში გადასვლის იმედი მქონდა. ახლა "ვორსკლაში" ვიმყოფები და მესმის, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან კოლექტივმა კარგად მიმიღო, სამწვრთნელო შტაბმაც. პირადად დამირეკა მწვრთნელმა მაქსიმოვმა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები იყო, რადგან ასეთი რამ კარგა ხანია არავის უთქვამს.

გუნდში კარგი განწყობა და ამბიციებია. ამოცანები დასახულია. ვმუშაობ და ჩემი უნდა დავამტკიცო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინაიდან
"დინამოდან" მოვედი, სასტარტოში" უნდა ვითამაშო. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ის ბიჭია საქართველოს ნაკრებს რომ დადო და ეხლა უკრაინელებმა დადეს ?
beqa
19:00 17-01-2021
2
ამაზე ისევე აღარ უნდა წეროთ, როგორც გოგია დაგავიწყდათ. ის ვინც თავის სამშობლოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე დავფიქრდები და გადავწყვეტო იტყვის, სულ კარგად იყოს.
4

სიახლეები პოპულარული