გიორგი წიტაიშვილის "ვორსკლა" თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ საკონტროლო მატჩში კოსოვოს "ბალკანთან" 1:2 დამარცხდა. კიევის "დინამოდან" პოლტავურ გუნდში განათხოვრებულმა ნახევარმცველმა სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა, შესვენების შემდეგ შეცვალეს და კლუბის საიტს შთაბეჭდილებები გაუზიარა:
"გუნდის თამაშის გასაგებად კიდევ ცოტა დრო და ფორმაში შესვლა მჭირდება. ჯერ შემიძლია გითხრათ, მოხარული ვარ, რომ თუნდაც 45 წუთი ვითამაშე. ჯერ სრულად მზად არ ვარ, თუმცა დღეს თავი ურიგოდ არ წარმომიჩენია. ვთვლი, რომ ეს უკვე კარგი პროგრესია".