"რუბინის" დირექტორი: ხვიჩას ევროპულ კლუბში ჩემი მანქანით ჩავიყვან!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩასთან დაკავშირებით მომართვები სულ გვქონდა. დიდი ალბათობით, კლუბს ზამთარში არ დატოვებს. კვარაცხელია ისეთი ტალანტია, რომ... საზღვრებს თუ დაკეტავენ, ევროპაში ჩემი მანქანით ჩავიყვან. მან ევროპის ღირსეულ, დიდ კლუბში უნდა ითამაშოს.

თუმცა ეს სწორ დროს უნდა მოხდეს. ხვიჩამ თამაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, ლიდერის როლი ახლა იტვირთა, ყველა შეხვედრაში მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოდის. მასზე სულ რაღაც არის დამოკიდებული. როცა ამას ფსიქოლოგიურად შეეჩვევა, სხვაგან გადასვლა მისთვის უფრო ადვილი
იქნება.

"რუბინისთვის" ეს ბედნიერებაა, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ხომ ამ უდიდესი ტალანტის მომზადებაში ვიღებთ მონაწილეობას. კლუბში ხვიჩას 1 ზედმეტი დღითაც არ გავაჩერებთ. როცა საჭირო იქნება, ის წავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს", - თქვა იაროვინსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
საკმაოდ საღად მსჯელობს, მე ვეთანხმები
ალეკო
01 თებერვალი 2021 15:43
1
ვეთანხმები 100 პროცენტით!
წარმატებები ხვიჩა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
01 თებერვალი 2021 17:58
0
თუ ბარსელონამ იყიდა 20 წლის ტრინკაო ბრაგადან 31 მილიონ დოლარად,რატომ არ შეიძლება ინტერმა 20 მილიონად იყიდოს ხვიჩა. არადა ხომ ფაქტია კვარაცხელია აშაკარად ბევრად უკეთესი შემტევი ფლანგელია ვიდრე ტრინკაო! ჩემი აზრით აღარაა მოცდა საჭირო ის უნდა უკვე წავიდეს რომელიმე ევროპის კარგ გუნდში! ყველაზე მეტად ტრამვების მეშინია,ის ძალიან ტექნიკურია და ასეთ ფეხბურთელზე მცველები და ჩამშლელი ნახევარმცველები პირდაპირ ნადირობენ! ესაა საფრთხე და სწორედ ამან შეაფერხა ჩაკვეტაძის კარიერა თორემ მას შრომა არ დაუკლია!
კახა
01 თებერვალი 2021 15:19
2
როგორ ეტყობა რომ რუბინი კაცების გუნდია,პრეზიდენტიც და სლუცკიც მაგრები არიან.ხვიჩამაც მაგრად შეაყვარა თავი როგორც ლამაზი ფეხბურთით ასევე ადამიანობით.მადლობა მშობლებს.
ამაშია საქმე
01 თებერვალი 2021 22:20
0
ჩემი აზრით ხვიჩა ისეთ ჩემპიონატში უნდა გადავიდეს სადაც ტექნიკურ და ლამაზს ფეხბურთს თამაშობენ ესპანეთში, გერმანიაში ან ჰოლანდიაში. იტალიაში და ინგლისში ჩემი აზრით ჯერ გაუჭირდება. წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას და ყველა ქართველ ფეხბურთელს
maroko
01 თებერვალი 2021 15:40
7
))) გერმანიაში და ჰოლანდიაში ტექნიკური ფეხბურთია და იტალიაში არა? ბოლოს როდის უყურე ფეხბურთს?
წვერა
02 თებერვალი 2021 02:23
0
გულშემატკივარი
ვფიქრობ სწორი შეფასებაა.
01 თებერვალი 2021 15:20
0
ხვიჩას წარმატება და წინსვლა მე მგონი ყაზანელებს ჩვენზე მეტად გაუხარდებათ ისე უყვართ ეს ბიჭი და ესეც უმართლებთ იმედებს. მათ თვალწინ გაზრდილი ბიჭი ერთ დღეს ევროპულ გრანდში ითამაშებს და ეს საამაყოა ნამდვილად. კაი ტიპები ყოლია რუბინს შტაბში
ქართველი
02 თებერვალი 2021 10:01
0
ჯიგარი ხარ ძია ისიდორე, ჯიგარი!!!
კ ო მ ბ ლ ე
01 თებერვალი 2021 22:57
0
ჩაკვეტაძეც რუსეთში რომ გადასულიყო ბელგიის ნაცვლად ახლა უმაღლესი დონის გუნდში ითამაშებდა. ზოგიერთ ვაი შმატრიოტს გონია რომ პოლონეთი ბელგია პორტუგალია ჯობია რუსეთის პრემიერ ლიგას. ინგლისის, გერმანიის ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის შემდეგ რუსეთი ყველაზე კარგი ვარიანტია.
გიორგი
02 თებერვალი 2021 12:12
2
მომწონს რუბინის ხელმძღვანელობის ასეთი თბილის დამოკიდებულება.
მაგრამ მე ვფიქრობ ესეც ხვიჩას დამსახურება.
როგორც ჩანს გამოირჩევა თავდაბლობით, ზრდილობით და ადამიანობით, ამიტომაც ხელმძღვანელობისგანაც აქვს თბილი დამოკიდებულება.
las
02 თებერვალი 2021 09:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული