ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩასთან დაკავშირებით მომართვები სულ გვქონდა. დიდი ალბათობით, კლუბს ზამთარში არ დატოვებს. კვარაცხელია ისეთი ტალანტია, რომ... საზღვრებს თუ დაკეტავენ, ევროპაში ჩემი მანქანით ჩავიყვან. მან ევროპის ღირსეულ, დიდ კლუბში უნდა ითამაშოს.
თუმცა ეს სწორ დროს უნდა მოხდეს. ხვიჩამ თამაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, ლიდერის როლი ახლა იტვირთა, ყველა შეხვედრაში მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოდის. მასზე სულ რაღაც არის დამოკიდებული. როცა ამას ფსიქოლოგიურად შეეჩვევა, სხვაგან გადასვლა მისთვის უფრო ადვილი
იქნება.
"რუბინისთვის" ეს ბედნიერებაა, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ხომ ამ უდიდესი ტალანტის მომზადებაში ვიღებთ მონაწილეობას. კლუბში ხვიჩას 1 ზედმეტი დღითაც არ გავაჩერებთ. როცა საჭირო იქნება, ის წავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს", - თქვა იაროვინსკიმ.
მაგრამ მე ვფიქრობ ესეც ხვიჩას დამსახურება.
როგორც ჩანს გამოირჩევა თავდაბლობით, ზრდილობით და ადამიანობით, ამიტომაც ხელმძღვანელობისგანაც აქვს თბილი დამოკიდებულება.
წარმატებები ხვიჩა!