"ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყატარში ჩატარებულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბაიერნმა" მექსიკის "ტიგრესი" 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული. გოლი 59-ე წუთზე ბენჟამინ პავარმა გაიტანა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენური გუნდის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს.

"ბაიერნმა" უკანასკნელ 7 თვეში 6 ტურნირი მოიგო.

მესამე ადგილისთვის მატჩში ეგვიპტის "ალ-ახლიმ" პენალტების სერიაში ბრაზილიის "პალმეირასს" 3:2 სძლია (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა).

მკითხველის კომენტარები / 2 /
გოლის ეპიზოდში ხელზე მოხვდა ბატონ ლევანდოვსკის.
geno
13:32 12-02-2021
0
ზედიზედ მეორედ - როგორ?
Dato
06:14 12-02-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული