კიევის "დინამოდან" განათხოვრებულმა 20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "ვორსკლაში" პირველივე ოფიციალურ მატჩში გაიტანა გოლი და თავის გუნდს "რუხთან" ქულა მოუპოვა - პოლტაველებმა უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურში ლვოვში გიორგის გოლით ფრეს მიაღწიეს - 1:1.
"ვორსკლა" მე-5 ადგილზეა, წიტაიშვილი კი მის რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.