ფრანგული მედიის 4 მიზეზი, თუ რატომ გადავა მესი "პარი სენ ჟერმენში":
1. მთავარი მიზეზი ისაა, რომ მესი 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ხოლო პარიზული გუნდი მასში სოლიდური თანხის გადახდას აპირებს.
2. ნეიმარისა და მესის კიდევ ერთი გაერთიანება.
2017 წელს, როდესაც ნეიმარმა "ბლაუგრანა" დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა, იმის შემდეგ არაერთხელ გამოთქვა სურვილი არგენტინელ ლეგენდასთან ერთად თამაშის. კატალონიურ კლუბს
3. პარიზული გრანდი მესის საკუთარ რიგებში გადაყვანას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა. ასე რომ, მოლაპარაკებები 0-იდან არ დაიწყება და კლუბის მესვეურები არგენტინელს უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.
4. შესაძლოა, გუნდი კილიან მბაპემ დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ფეხბურთელი მის განახლებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
მბაპეს გაყიდვით მესის ხელფასის გადახდას შეძლებენ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
"რონალ კუმანის მოსვლის შემდეგ სახეს იცვლის..." - მაურისიო პოჩეტინო