არაამქვეყნიური სილამაზის დარტყმა - ინგლისში წლის გოლი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნოთს ქაუნთის" თავდამსხმელმა ელიშა სემმა FA ტროფეის 1/4-ფინალში "ოქსფორდ სიტის" არაამქვეყნიური სილამაზის გოლი გაუტანა.

ბელგიელმა ფორვარდმა მეტოქის კარი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ აიღო – ბურთის მხარეს ზურგით მყოფმა ულამაზესი გოლი ქუსლური დარტყმით გაიტანა.

"ნოთს ქაუნთიმ" "ოქსფორდ სიტი" 3:1 დაამარცხა და FA ტროფეის ნახევარფინალში გავიდა. თავად ელიშა სემმა დუბლი გაიფორმა. "ნოთსი" ნეიშენალ ლიგაში გამოდის, ელიშა კი 23 წლისაა (25 წლის ასაკში ჯეიმი ვარდი სწორედ ამ ლიგაში თამაშობდა) და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაამქვეყნიური არა, არაამზეციური, არაამკოსმოსური და არაამგალაქტიკური სილამაზის გოლი გავიდა.
გიოგიო
20:31 01-03-2021
0
მგონი ასეთი გოლი წელს არ გავა
macbook pro
05:15 01-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული