პელემ მემკვიდრე დაასახელა - ის არც მესია, არც კრიშტიანო...

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ განაცხადა, რომ მის მემკვიდრედ ფრანგი ფორვარდი, პსჟ-ს ფეხბურთელი კილიან მბაპე მიაჩნია.

"არ ვხუმრობ, მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს. მაღალ სისწრაფეებზე თამაშისას მის ბევრ შესაძლებლობას ვხედავ, ისეთი თავდამსხმელია, რომელიც სწრაფად აზროვნებს.

როცა კილიანს ბურთი მისდის, იცის რა ქნას, საით წავიდეს, თამაში როგორ განაგრძოს, საუკეთესო გადაწყვეტილება უკვე მზად აქვს.

თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის,"- განაცხადა 80 წლის პელემ La Gazzetta dello Sport-ტთან საუბრისას.

2020/21 წლების სეზონის ლიგა 1-ში კილიამ მბაპემ 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე
გადაცემა გააკეთა. 2018 წელს ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
Es is pelea xan ro kolumbiis msoflio chempionobas aprognozebs da xan kamerunis
Levani
08 მარტი 2021 05:43
1
მბაპე ტანით იგრძნობოდა მაგრა რო დაერხა. ნეტა რა დაუშავა პელეს ასეთი
ზურაბი
07 მარტი 2021 22:40
4
მბაპეს აქვს რეალური შანსი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.. ალბათ ეს იგულისხმა?.
გრიშო
08 მარტი 2021 10:27
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული