ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე

AutoSharing Option
ფეხბურთი საუკუნეების წინ გამოიგონეს, მას შემდეგ კი ათეულობით, ასეულობით, ათასეულობით ფეხბურთელი მწვანე გაზონზე გამოვიდა და საკუთარი გული, სული და სახელი მოედანზევე დატოვა. გულშემატკივრები ზოგიერთი ფეხბურთელის სახელს ერთხმად სკანდირებდნენ, მათ გულს კი დიდი სიყვარული ავსებდა.

ზოგადად, სპორტის გულშემატკივარს საყვარელი მოთამაშის მიმართ სიტყვა "დიდებულის" შერქმევა უყვარს, ეს სიტყვა კი მათ ნიჭს, გამორჩეულ მანერასა და წარმატებულობას აღნიშნავს. საინტერესოა, ვინ არიან ისინი? ნუთუ მეკარეები? ან თავდამსხმელები? იქნებ ნახევარმცველები და მცველები?

წარმოგიდგენთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელს. მაშ ასე:

ლევ იაშინი - ყველა დროის
ყველაზე მაგარი მეკარე. ერთადერთი კარის მცველი, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო. იაშინი თამაშს შესანიშნავად კითხულობდა, შესანიშნავად აკონტროლებდა ტემპსა და ბურთს.

Sportall.Ge

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საეთაშორისო ორგანიზაციამ რუსი მეკარე ისტორიაში საუკეთესოდ შერაცხა. მის ტიტულს საბჭოთა კავშირის 5-გზის ჩემპიონობა ამშვენებს. იაშინმა კარიერაში 812 მატჩი ჩაატარა, კარი კი მშრალად 207-ჯერ დაიცვა. 1956/60 წლებში ლევმა ოლიმპიური ოქროსა და ევროპის თასის ტიტული მოიგო.

საუკეთესო 10-ეული კი ასეთია:

მე-10 ადგილი - დევიდ ბექჰემი, ნახევარმცველი, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა. ინგლისელს მოგებული აქვს 6 ტიტული, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა, წარმატებული თამაში ინგლისში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

Sportall.Ge

ფეხბურთელი ცნობილია, როგორც სტანდარტულების უზადოდ შემსრულებელი. დევიდი, თავისი უნაკლო სტილითა და დაუვიწყარი თმით, მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია.

მე-9 ადგილი - ალფრედო დი სტეფანო, უნიკალური ფეხბურთელი, რომელიც ფიფას ვერსიით, გასული საუკუნის მესამე ფეხბურთელად დასახელდა. თამაშობდა კოლუმბიაში, არგენტინასა და ესპანეთში. თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდი მადრიდის "რეალში" გაატარა. დი სტეფანომ 8 ტიტული მოიგო, აქედან 5 ჩემპიონთა თასი.

Sportall.Ge

ესპანეთში ფეხბურთელი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, მისმა ბუცებმა აკი 412 გოლი გაიტანა, რაც, რა თქმა უნდა, შესანიშნავი სტატისტიკაა. ზოგადად კარიერაში დი სტეფანომ მეტოქის კარის ბადე 706-ჯერ შეარხია.

მე-8 ადგილი - ლეგენდარული იოჰან კრუიფი, შესანიშნავი ფეხბურთელი და არანაკლები მთავარი მწვრთნელი. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 3 "ოქროს ბურთი" დაიმსახურა, გაიტანა 425 გოლი და გულშემატკივართა გულში საპატიო ადგილიც დაიკავა.

იოჰანის საფეხბურთო კარიერა "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. მომავალი ლეგენდა მთავარ გუნდში 1964 წელს გადმოიყვანეს, შემდეგ კი უკვე დაიწყო ისტორიის წერა. 319 შეხვედრა ამსტერდამული კლუბის შემადგენლობაში და გატანილი 251 ბურთი.

Sportall.Ge

1973 წელი იოჰანისთვის გარდამტეხი წელი გახლდათ. ნიდერლანდელმა კარიერა ესპანეთში განაგრძო, კერძოდ, "ბარსელონაში", სადაც 63 გოლი გაიტანა. შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები, ისევ მშობლიური "აიაქსი" და "ფეიენოორდი".

იოჰან კრუიფი 3-გზის ევროპის თასის მფლობელია, 8-გზის ჰოლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებული. ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში 48 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქე 33-ჯერ დაამწუხრა.

მე-7 ადგილი - მიშელ პლატინი, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი. 1983-85 წლებში ზედიზედ 3 "ოქროს ბურთის" მფლობელი გახლავთ.

მიშელის საფეხბურთო კარიერა "ნენსში" დაიწყო, სადაც 7 სეზონი გაატარა და 127 ბურთიც გაიტანა. შემდეგ 3 სეზონი - "სანტ ეტიენში". 1982 წელს ფრანგი იტალიისკენ, კერძოდ, ტურინისკენ მიემართება.

Sportall.Ge

ეს ნაბიჯი პლატინისთვის გარდამტეხი გახლდათ. "იუვენტუსთან" ერთად მოიგო 2 ტიტული, 3 "ოქროს ბურთი" და ევროპის თასი. "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში 224 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 104 გოლი გაიტანა.

მე-6 ადგილი - ფრანც ბეკენბაუერი მიუნხენის "ბაიერნის" მცველი გახლდათ, რომელმაც გერმანიის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა. მონაწილეობა 850 მატჩში მიიღო და 111-ჯერ შეარხია მეტოქის ბადე. ფრანცს გულშემატკივრები "თავისუფალი მცველის გამომგონებელს" უწოდებენ. გერმანიის ტიტულებთან ერთად ჯილდოების თაროზე 3 ევროპის თასსა და 2 "ოქროს ბურთს" შევხვდებით.

Sportall.Ge

ბეკენბაუერმა კარიერა მშობლიურ "ბაიერნში" დაიწყო, სადაც 7 სეზონი გაატარა. შემდეგ 4 წლით - "ნიუ-იორკ კოსმოსი", 2 წლით - "ჰამბურგი". დიდებული მცველი ლეგენდარული ისტორიით...

მე-5 ადგილი - რონალდინიო გაუჩო, ბრაზილიელი ჯადოქარი, რომელსაც მოედნიდან მოწინააღმდეგე მცველების გაქრობა შეეძლო. ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარი ნიჭით 90 წუთში ადამიანისთვის ფეხბურთის შეყვარება გამოსდიოდა. წარმოიდგინეთ, მადრიდის "რეალთან" თამაშისას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისეთი შოუ დადგა, მოსისხლე მტრის გულშემატკივარმა მოედნიდან ტაშით გააცილა. 2005 წელს "ოქროს ბურთი" დაიმსახურა.

Sportall.Ge

ჩაატარა 765 მატჩი და 297 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა კარიერის განმავლობაში პსჟ-ის, "გრემიოს", "ბარსელონას", "მილანის", "ფლამინგოს", ატლეტიკო "მინეიროსა" და მექსიკური "ქუერეტაროს" მაისური მოირგო.

მე-4 ადგილი - ზინედინ ზიდანი, დიდებული ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი, "ოქროს ბურთის" მფლობელი. ზიდანი გამორჩეული მანერითა და დახვეწილი მოძრაობებით მეტოქეს წინააღმდეგობის გაწევას ურთულებდა. ზიზუმ მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მოიგო და 8 წელში ღირსეულადაც წავიდა ფეხბურთიდან.

Sportall.Ge

2000 წელს ფეხბურთელ საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ევროპის, 2006-ში კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. მისი დებიუტი დიდ ფეხბურთში 1989 წელს, "კანეს" შემადგენლობაში შედგა. 1992 წელს - "ბორდოში", 1996-ში - "იუვენტუსში". ამ უკანასკნელში გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი.

2001 წელს 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგი იტალიიდან ესპანეთში, კერძოდ, მადრიდის "რეალში" გადავიდა, სადაც "გალაკტიკოს" ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.

მე-3 ადგილი - დიეგო არმანდო მარადონა, ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დიდებულება გულშემატკივარს ბრწყინვალე და შეუდარებელი თამაშით დაანახა. 1986 წელს ინგლისის წინააღმდეგ დიეგომ ფანტასტიკური გოლი გაიტანა, საბოლოოდ კი მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო.

მარადონას დებიუტი 16 წლის ასაკში, "არხენტინოს ხუნიორსში" შედგა, სადაც 116 გოლი გაიტანა. სხვა დანარჩენი ისტორიაა.

Sportall.Ge

დებიუტიდან 6 თვის შემდეგ დიეგო არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, სადაც საბოლოოდ 35 გოლი გაიტანა. 1982 წელი დიეგოსთვის გარდამტეხი წელი გახლდათ, ლეგენდა 8 მილიონი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ არგენტინიდან ესპანეთში, კერძოდ, "ბარსელონაში" გადადის. შემდეგ ნეაპოლში წავიდა, სადაც ქალაქის ხატი გახდა. იტალიაში 7 წლის განმავლობაში თამაშობდა და 122 გოლიც გაიტანა.

მე-2 ადგილი - ლეგენდარული ფეხბურთელი, ადამიანი, რომელსაც ფეხბურთის სამყარომ "ფეხბურთის მეფე" დაარქვა. საუბარია პელეზე, ადამიანზე, რომელმაც 1228 გოლი გაიტანა, მოიგო 3 მსოფლიოს ჩემპიონატი.

Sportall.Ge

ბრაზილიელი მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც თითქმის მთელი კარიერა ერთ გუნდს, "სანტოსს" შესწირა. ამ გუნდის მაისურით მეტოქის კარი 1087-ჯერ აიღო. კარიერის ბოლოს "ნიუ-იორკ კოსმოსში" გადავიდა, სადაც აქტივში 64 გოლი ჩაიწერა.

1-ლი ადგილი - პირველ ადგილზე ორი გენიოსი, ორი მოქმედი ლეგენდა, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი გავიდნენ. შეუძლებელია გადაჭრით თქვა, თუ რომელი უკეთესია და რატომ...

11 "ოქროს ბურთი" და 1000-ზე მეტი გატანილი გოლი, დიდებული ისტორია და გენიალური მომენტები.

Sportall.Ge

პორტუგალიურ-არგენტინული დუელი, რომელმაც საბოლოოდ მთელი მსოფლიო მოიცვა, თანაც ისე, რომ კონკრეტულ დღეებში სამყაროს 90 წუთით აჩერებდნენ.

ეს გახლდათ yandex-ის მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელთა 10-ეული.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბექჰემი ზედმეტია და რონალდო აკლია! სხვაზე შეიძლება იკამათო
კიჭა
13 მარტი 2021 08:54
2
მარადონა მე3?
ტყუილია ეგ.
მარადონა N1.
დანარჩენი გადავალაგოთ
giabar
12 მარტი 2021 12:18
7
ბექჰემი აქ. რა შუაშია:)
თაზო
13 მარტი 2021 12:00
4
ფენომენი სად არის
გიორგი
12 მარტი 2021 21:27
0
ბექჰემი არა იხვის ტოლმა კიდევ
ფენომენო
12 მარტი 2021 22:18
3
ბექჰემი მაგარი იყო. მანჩესტერი მაგან შემაყვარა. თქვენ გეტყობათ, უმრავლესობა ბარსელონას გულშემატკივრები ხართ, ზოგი რეალის. იმიტომ არ მოგწონთ ბექჰემი. ერთმა ტოტიო. ტოტის აღარ ჯობდა ათი თავით?
სტალინი
19 მარტი 2021 23:24
0
რატომ არ არის ძოძუაშვილი თქვენს გვერდით?
მიხიჩა
12 მარტი 2021 16:06
1
ამათ ყველას ერთად ბრაზილიელი ფენომენიიიიიი რონალდო ჯობდა ეხლა არავონ გადმომიხტეს კრისტინას გულშემატკივრები. ..
გიორგი
20 მარტი 2021 12:49
8
ორ პირველ ადგილს მარადონა და რონალდინიო ინაწილებენ, მეორე პელეა, მერე უნდა გამოტოვოთ რამოდენიმე ადგილი და მეათე კრუიფს არგუნოთ, მერე დი სტეფანო, ბერკამპი,ვან ბასტენი, ზლატანი, ბაჯო, მალდინი, რობერტო კარლოსი, გარინჩა, მერე ერთი 50 ადგილი სიცარიელეა და მერე გემოვნების მიხედვით, ვის როგორ გაეხარდება! რის იაშინი, რაის ბექჰემი, მაგათ ცოტა . . . . . ! ! ! ! !
დ.დ.
13 მარტი 2021 01:29
5
რა ბექჰემი, ფეხბურთის აზრზე არ ხართ.

პლატინიზეც იგივეს ვიტყოდი.

რონალდინიოს ზეობა ზედმეტად მოკლე იყო აქ შესაყვანად.

ბაჯო თუ არა ზრდილობისთვის 1 ცალი იტალიელი მაინც შეგეყვანათ 4 მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ მოგებული. კანდიდატები მრავლადაა - მალდინი, ნესტა, კანავარო, ტოტი, პირლო, რივერა, ფაკეტი, მაცოლა

სადაა რონალდო ლუის ნაზარიო?
სადაა ეუსებიო?
ვახ
12 მარტი 2021 16:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული