კლოპმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც უმუშავია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შეაქო, რომელსაც "დორტმუნდში" წვრთნიდა:

"ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთანაც მიმუშავია. ამას სხვაზე ვერ ვიტყვი, რადგან სიმართლე არ იქნება.

ყველა რომ ასე სწრაფად ვითარდებოდეს, იმ მომენტიდან, როდესაც პირველად "ლეხში" ვნახე, ფეხბურთი უბრალოდ ჭკუიდან გადავიდოდა. მაშინ ყველა ფენომენალური იქნებოდა.

ის ნამდვილი მანქანაა. გოლის გასატანად ყველაფერს აკეთებს. ზუსტად იცის, რომელ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს. მადლობა მას და სხვებს, რომ კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ", - განაცხადა კლოპმა "ბილდთან" ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მერე წამოიყვანე ლივერპულში, თორემ.დაგვენგრა გუნდი
Jaba
12:04 27-03-2021
0
ვეღარ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, როგორც ჟანსუღი იტყოდა ხოლმე.
ზურა
22:12 18-03-2021
0

სიახლეები პოპულარული