გუშინ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებაში მონაწილეობა "ფურია როხას" ერთ-ერთმა ლიდერმა სერხიო რამოსმა არ მიიღო.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება გახლდათ.
"სერხიო კარგ ფორმაშია, მისი ამ მატჩის გამოტოვება კი ტექნიკური გადაწყვეტილება გახლდათ. კარგად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო მაინც შემეკამათებით, ითამაშა რამოსმა 5 წუთი თუ 90, ან საერთოდ არ ითამაშა.
მე ამას მივეჩვიე, აღარაფერი არ მაკვირვებს, მზად ვარ დებატებისთვის" - განაცხადა ესპანეთის თავკაცმა ლუის ენრიკემ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით