ერლინ ჰოლანი გასული წლის შემდეგ პროგრესირებას განაგრძობს და ევროპული ფეხბურთის გიგანტებს თავს აწონებს. შეგახსენებთ, "დორტმუნდი" ნორვეგიელი ტალანტის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს.
სკანდინავიური ნაკრების ვარჯიშის დროს დამხმარე მწვრთნელმა ჰოლანს ბურთი აუგდო, ახალგაზრდა ვარსკვლავმა კი კარი ჩინებული დარტყმით აიღო, შემდეგ კი ფეხზე ხელი მოიკიდა, თითქოსდა კუნთი გაიჭიმა, რითაც მწვრთნელი და თანაგუნდელები შეაშინა.
აღსანიშნავია, რომ ერლინმა გიბრალტართან და თურქეთთან თამაშის დროს მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა, რაც ცოტა არ იყოს, მოულოდნელია.