სერხიო აგუეროზე გრანდებს ტაციაობა აქვთ

AutoSharing Option
თავდამსხმელი სერხიო აგუერო ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" დატოვებს და როგორც თქვა, არგენტინულ "ინდეპენდენტეში" სურს კარიერის გაგრძელება.

ESPN-ის ცნობით, აგუეროს სჯერა, რომ მაღალ დონეზე ევროპაში კიდევ მინიმუმ ორი სეზონი შეუძლია ითამაშოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "კუნის" სამსახურით პსჟ, "ბარსელონა" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი. თავად აგუერომ იცის, რომ პრემიერლიგის კლუბები ეპატიჟებიან, მაგრამ ინგლისში დარჩენა არ უნდა.

32 წლის აგუერომ ამ სეზონში პრემიერლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ისიც პენალტით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული