თბილისში ჩვენ დაგვცინეს და ლუის ენრიკე სევილიაში ლიფტში გაიჭედა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე თავის თანაშემწეებთან ერთად სევილიის სასტუმროს ლიფტში გაიჭედა და გუნდი კოსოვოსთან მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩზე მათ გარეშე გაემგზავრა, - იტყობინება ESPN.

გამოცემის ცნობით, მათ ერთი საათი მოუწიათ ლიფტში ყურყუტი. შემდეგ "ტყვეობიდან" გამოიხსნეს და სტადიონზე ავტომობილით გაემგზავრნენ. ისინი არენაზე უკვე მაშინ მივიდნენ, როდესაც თამაში უკვე დაწყებული იყო. თუმცა ამას ესპანელებისთვის გამარჯვების მოპოვებაში (3:1) ხელი არ შეუშლია.

შეგახსენებთ, თბილისში, "ფურია როხას" ვარჯიშისას "დინამო არენაზე" განათება გამოირთო და გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამას ირონიულად ისტორიული მოვლენა უწოდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოსკვლია პატრონი!
ნიკა
09:40 02-04-2021
2
რამოსს ახლა,მალე ელკლასიკოში გაუჭედავენ))
ჰაიაბუსა
08:31 02-04-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული