თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ინგლისში საუკეთესოა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგ მწვრთნელი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი ინგლისის რანგით მეორე, ჩემპიონშიპის გასული თვის (მარტი) საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

თავად ესპანელი კლუბის ოფიციალურ გვერდთან აცხადებს, რომ ამ ჯილდოში მისი გუნდის თითოეული წევრის დიდი დამსახურებაა... მარტის განმავლობაში, ჩისკოს კლუბმა ხუთი მეტოქე დაამარცხა, ამჟამად, ჩემპიონშიპში მეორე ადგილს იკავებს და პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის...

ყოფილი "დინამოელის" გუნდმა აპრილიც გამარჯვებით გახსნა, უკანასკნელ ტურში ფრედ ითამაშა " მიდლსბროსთან". დღეს, 9 აპრილს, "უოტფორდი" მეექვსეადგილოსან "რედინგს" უმასპინძლებს...

იმისთვის, რომ პრემიერლიგაში გადასასვლელად "უოტფორდს"  პლეი-ოფის გამართვა არ დასჭირდეს, ჩემპიონატი
მინიმუმ მეორე ადგილზე უნდა დაასრულოს. მათი უახლოესი მდევარი "ბრენტფორდია", რომელსაც ჩისკოს გუნდზე ცხრა ქულითა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი.

altჩისკოს "უოტფორდმა" ისევ მოიგო და პრემიერლიგას მიუახლოვდა



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრავო ჩისკო! კუშნახევარამ და ბოღმა მერაბამ გაიგეს?
ლადო
20:25 09-04-2021
2
ჩისკო მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში იქნება და ქართველი მწვრთნელები ვერ გაცდნენ ეროვნულ ლიგას ყაზახეთს უზბეკეთს და კვიპროსს მე არ მახსენდება დამოიკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რომ რომელიმე ქართველ მწვრთნელს ვოტფორდის დონის კლუბი გაეწვრთნას ეს არის ტრაგედია არც მწვრთნელები გყავს მაღალი დონის ჩემპიონატებში არც ფეხბურთელები ჩვენი კლუბებიც ვერაფერს ვერ ახერხებენ ევრო ტურნირებზე და ნაკრებიც იგივე დღეშია და პრეტენზია გვაქვს იმაზე რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ 40 წლის წინ მოგებული თასი გვიხარია ახლაც 2020 წელს და ისტორით ვცხოვრობთ.
ზაზა
17:24 09-04-2021
0

სიახლეები პოპულარული