დღეს, 13 აპრილს, რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმი ალექსანდრე იარდოშვილი გარდაიცვალა.
იარდოშვილი მოსკოვის "დინამოს" მთავარ ექიმად 2016 წლიდან მუშაობდა, 1992-2012 წლებში კი "ლოკომოტივის" მთავარი ექიმი გახლდათ და მის ხელში არაერთ ქართველ ფეხბურთელს გაუვლია.
მოსკოვში, ქართველის ოჯახში დაბადებულ იარდოშვილს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საფეხბურთო წრეებში საუკეთესო სპეციალისტად თვლიდნენ.