"ჩელსი", "სიტი" და "ატლეტიკო" სუპერლიგიდან გამოდიან - ტურნირი მკვდრადშობილია?

AutoSharing Option
სუპერლიგაში "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" გაერთიანებამ ინგლისში უკმაყოფილება გამოიწვია. დღეს ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯის" სტადიონთან, "ჩელსის" გულშემტკივრებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს და სკანდირებდნენ: "ჯანდაბას პერესი, ჯანდაბას სუპერლიგა". მათთან სასაუბროდ კლუბის ტექნიკური მრჩეველი პეტრ ჩეხი გავიდა და უთხრა, რომ ყველაფერი იცის და გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა.

ცოტა ხანში კი The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჩელსი" სუპერლიგის დასატოვებლად დოკუმენტაციას ამზადებს. როგორც ირკვევა, "არისტოკრატები" სუპერლიგაში გაერთიანებას ბოლო მომენტში სხვა ინგლისური კლუბების რჩევით დათანხმდნენ და მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგას "მანჩესტერ სიტი" და
"ატლეტიკო" ტოვებენ.

დღეს ტურნირის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და მისი გაუქმების გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
სწორსაც შვებიან-უეფა არი მუქთამჭამელების ხროვა.კალათბურთის ევროლიგის ანალოგი იქნება.იგივე პრინციპითაა NBA NHL
BOSS
21 აპრილი 2021 11:03
8
მერე ის მოგწონს, რომ კალათბურთსა და განსაკუთრებით ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატებზე საუკეთესო სპორტსმენები ხშირად არ მონაწილეობენ?
ღუტუნა
21 აპრილი 2021 11:31
1
კბილი მოუსინჯეს ბიჭებმა :D ცოტა ხანს იფიქრებენ ახალ ტაქტიკაზე და რომ მიწყნარდება სიტუაცია თავიდან დაიწყებენ.
შეტევა
21 აპრილი 2021 09:17
0
ფეხბურთი ყოველთვის იყო მასების ასპორტი, მასა ღარიბია, ელიტარული მიდგომა არის ყველაფრის კარგის დამანგრეველი, ასევე ფეხბურთისაც. სპორტს რომელსაც მარტო ბურთI სჭირდეწბა და 4 ქვა მოედნის საქონად არ შეიძლება გახდეს ასე ჩაკეტილი, მე პირადად ყოველთვის გავაპროტესტებ ასეთ მიდგომას სპორტისაადმი, ასევე მთლი ცხოვრებაა ვაპროტესტე 6 ერის ელიტისტურ მიდგომას რაგნისადმი, რომელიც ატორმუზებს სპორტის მსოპლიო განვითარებას და ზემოდან უყურებენ ერებს რომელთაც განვითარება უნდათ და მაღალ დონეზე თამაში, მაგალითად ჩვენ. Pერეის უნდა გადადგეს რეალიდან და დანარჩენებიც ვინც ამის მომხრეა. საერთოდ უნდა ჩამოაშორონ სპორტს. ღო რე ბი
niko
21 აპრილი 2021 03:37
1
ესენი რა ზედმიწევნით იცავენ ყველანაირ წესებს კოვიდთან მიმართებაში. აპლოდისმენტები ანგლოსაქსებს
შენ დაუკარ
21 აპრილი 2021 01:55
1
ამ სუპერლიგას არსებობა არ ეწერა, ეს სვლა იმიტომ გაკეთდა რომ ფიფასგან და უეფასგან მეტი ფული წამოსულიყო და მიზანიც ეგ იყო რა. თან გატესტეს სიტუაცია
აზრი
20 აპრილი 2021 23:01
2
ყოჩაღ UEFA-ს და ჩეფერინს, ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. მაგრად რომ დაუდგა, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.
კალათბურთში გვაქვს ანალოგიური ძალიან ცუდი შედეგი: თავის დროზე საკალათბურთო FIBA, ვერ დაუდგა ასევე მაგრად კალათბურთის ევროპულ გრანდებს და სუპერლიგის ჩამოყალიბების საშუალება მისცა, სადაც, როგორც ფეხბურთის სუპერლიგაში უნდოდათ ახლა, ძალიან ბევრ გუნდს მუდმივად აქვს გარანტირებული ადგილი. შედეგი, შედეგი კი ის არის, რომ ეს ბობოლა კლუბები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე, ეროვნულ ნაკრებებში წამყვან კალათბურთელებს არ უშვებენ და ნაკრებებს უწევთ მეორე შემადგენლობებით თამაში შესარჩევებში, მათ შორის ჩევნს საკალათბურთო ნაკრებსაც.
ღუტუნა
21 აპრილი 2021 08:37
2
რაღა მეტი ფული უნდათ, უბრალოდ
ადამიანის სიხარბეს რო საზღვარი არააქვს...
ტორპედოელი
21 აპრილი 2021 02:02
0
რეალს თუ უნდა დარჩეს და სხვა დანარჩენებმა დატოვონ ეს მარაზმი
ბაჩი
20 აპრილი 2021 22:50
2
ხოდა ითამაშოს ეხლა არსენალმა ტოტენჰემმა იუვენტუსმა და რეალმა . მომინდომეს ფეხბურთში 6 ერივით ტურნირის გაკეთება
ტოტტი
20 აპრილი 2021 22:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული