ულტიმატუმი - თუ პერესი არ გადადგება, "რეალს" ევროტურნირებიდან მოჰკვეთენ

AutoSharing Option
ფაქტობრივად, უეფას დაქვემდებარებიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი ტურნირის ჩატარების მცდელობა შეიძლება ზოგიერთ კლუბს ძვირად დაუჯდეს. უეფა და ფიფა სეპარატისტების მკაცრად დასჯას აპირებენ.

Telegraph Sport-ი იტყობინება, რომ თუ ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტის პოსტიდან არ გადადგება, მადრიდულ გუნდს შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება აუკრძალონ.

შეგახსენებთ, გუშინ პერესი ევროპის სუპერლიგის ხელმძღვანელად დანიშნეს.

თავად პერესი კი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ კანონი და საღი აზრი იცავს, სუპერლიგას საფრთხე არ ემუქრება და პსჟ და "ბაიერნიც" მათ ტურნირს შეუერთდებიან.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი
გადადგა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძანააც კარგი არ გადაი ვა თავზე!!! ლიმიტი დაუწესდეს ყველა კლუბს მაქსიმუმ 7 ლეგიონერი ნახავენ თუარ გახდება უკეთესი!! კიდე ეს პასები პასებისთვის უნდა მოიშალოს ცენტრს გადაცდები ცენტრს უკან პასი არუნდა გაკეთდეს კალათბურთშიროა ისე
beqa
21 აპრილი 2021 00:58
16
უკან პასზე უკუ ოფსადი დავნიშნოთ ,აუტი თუ ჯარიმა?!მეც არ მომწონს განსაკუთრებით საქართველოს ნაკრებში,მაგრამ ზოგს ერთი ადგილი არ აქვს ზოგისთვის ტაქტიკური სვლაა
გულშემატკივარი
21 აპრილი 2021 01:58
3
მეკარისთვის ბურთის დაბრუნება აიკრძალოს, ორჯერ ზედიზედ ერთი და იგივე ფეხბურთელისთვის პასის მიცემაც აიკრძალოს, თავით თამაშიც აიკრძალოს - ფეხბურთია, თავბურთი ხომ არა
გვარდიოლა
21 აპრილი 2021 10:08
8
მერე ჩამოვიდეს ჩვენთან,ჩავაბარეთ დინამოს ან სამგურალს.ფიფიას მაინც ხომ აჯობებს?
ჟორიკა
21 აპრილი 2021 00:28
5
სხვა თუ არაფერი ჩაწყობით მაინც მოგვაგებინებს ლიგას :) :) :)
giorgi
21 აპრილი 2021 07:56
5
მე, როგორც მადრიდის "რეალის"-ს ქომაგი, მხარს ვუჭერ ამ ჯიუტი და ახირებული მოხუცის გადადგომას!
შიშველი სიმართლე
21 აპრილი 2021 10:11
7
უეფა და ფიფა კორუმპირებულია? კი ბატონო არის. თუმცა ეს დიდი კლუბები ზუსტადაც მაგის ხარჯზე ატრიალებენ მაგხელა ფულს. ტოტენჰემი რა დიდი კლუბია და იმასაც კი აქვს იმის ფუფუნება 30 მილიონი გადაუხადოს მოურინიოს კომპენსაცია გაშვებისთვის. ესეც არ აკმაყოფილებთ და უფრო მეტი უნდათ, უნდათ 15 კლუბის გარშემო ტრიალებდეს სამყარო. მე ის მიკვირს, რომ აქ კომენტარებში ხალხია ვისაც ეს უნდა. ვნახეთ ბატე, ყარაბაღი, კლუჟი, ასტანა, ანორთოსისი, მარიბორი და კიდევ ბევრი სხვა ლიგაზე და ყოველთვის გვქონდა ოცნებად, რომ ერთხელაც ჩვენც... ამ კლუბებს კი ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვიტავთ, მაგრამ ხალხი გაბედნიერდა. ამ ოცნების მოკვლაა სუპერლიგა. როგორ შეიძლება სუპერლიგისნაირი პროექტის მომხრე იყო გულშემატკივარი? განსაკუთრებით საქართველოში, როცა თვით ამ 12 კლუბის რეზიდენტი ფანებიც კი ცუდად განაწყო სუპერლიგის იდეამ
ლევანი
21 აპრილი 2021 14:15
2
ისე უეფა და ფიფაც კარგი გაზულუქებული ახირებული ადამიანების კლუბად არის გადაქცეული, მაგრამ ეს სუპერლიგა უკვე ნამეტანია !!! რით ვერ ძღება ამათი მუცელი !!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
21 აპრილი 2021 10:49
2
ახლა ხომ გასაგებია როგორ იგებდა პერესი ზედიზედ ჩემპიონთა ლიგებს მაშინაც კი, როცა "რეალი" ფავორიტიც არ იყო.
დობო
21 აპრილი 2021 09:22
24
ეს გაქსუებული ხალხი, რომელთაც პრაქტიკულად კლუბები კი არა ყავთ, არამედ მსოფლიო ნაკრებები, სპობენ ფეხბურთს. რაღაც სამართლიანობა ხომ უნდა იყოს, როგორ გინდა მოუგო ფულის ტომრებს,რომლებიც ყიდულობენ ყველას და ყველაფერს და აქ არავითარი შეზღუდვები არარსებობს.იმედია ეს იქცევა კარგ გაკვეთილად ყველასთვის და დიდი რეფორმები ჩატარდება მათ შორის კლუბების დაკოლექტების თვალსაზრისითაც,რომ ეს აბსურდის თეატრი მოისპოს ერთხელ და სამუდამოდ!
gia jashi
21 აპრილი 2021 01:53
4
ძალიანაც კარგი. ყველა სეპარატისტი უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ. ფეხბურთი მაშინ გახდება უფრო სანახაობრივი თუ ლეგიონერების რაოდენობა გუნდებში მაქსიმალურად შემცირდება.
ისიდორე
21 აპრილი 2021 05:32
4
დააქვეითონ მესამე ან მეოთხე ლიგაში და დააფასებენ ჩემპიონთა ლიგასაც და ლა ლიგასაც... ერთხელ ცოცხლობს ადამიანი და აე უნდა წაართვა ის რისი ყურებაც ყველაზე მეტად სიამოვნებს და არ უნდა აქციო საღორედ!!!
di ma
21 აპრილი 2021 01:37
4
ნებისმიერ სფეროში ორხელისუფლებიანობა არის იმ სფეროს დამზარალებელი. ფიფასა და უეფაში ადამიანები მუშაობენ და რაღაც გადაცდომები იქაც იქნება, მაგრამ "სუპერლიგაში" მეეჭვება უცხოპლანეტელები, ან ანგელოზები დასაქმდნენ. ელიტური ორგანიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში გარიყავს და განვითარების შანსებს შეუმცირებს, ან სრულიად გაუქრობს საშუალო დონის ქვეყნებს და კლუბებს. ადმინისტრირება კი საკუთარ თავზე მორგებული ექნებათ, რაც კალენდრებზე და სანაკრებო მარჩებზე იმოქმედებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც კალათბურთში ხდება. ფიბა ვერ აკონტროლებს საკალათბურთო ევროლიგას და სანაკრებო შესარჩევი ტურნირების მატჩები ხშირად აბსურდული შედეგებით მთავრდება. ელიტის კარგი მაგალითია რაგბის 6 ერის ტურნირი, რომელიც დახურული სივრცეა და ევროპის დაბალი რანგის ჩემპიონატიდან, უკვე ათწლეულებია არავის უშვებენ. მოკლედ, ევროპის სუპერლიგა დააზარალებს ფეხბურთს.
თემო
21 აპრილი 2021 13:56
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული