"ბარსელონას" პრეზიდენტმა თანასუპერლიგელები ჩაუშვა

AutoSharing Option
ჟოან ლაპორტა ორმაგს თამაშობს?
ევროპის სუპერლიგაში გაერთიანება მისი 12 კლუბის მწვრთნელებმაც არ იცოდნენ და ეს,  მაგალითად, პეპ გვარდიოლამ (მანჩესტერ სიტი) და იურგენ კლოპმა (ლივერპული) მედიისგან შეიტყვეს, მაგრამ როგორც ირკვევა, წინასწარ იყო ინფორმირებული უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი.

"ნიუ იორკ ტაიმსის" ცნობით, 15 აპრილს ჟოან ლაპორტამ "ბარსელონას" პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით საზეიმო სადილი მოაწყო, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი დაპატიჟა და სუპერლიგის შექმნის თაობაზე ყველაფერი მოუყვა. სადილის შემდეგ კი ტებასმა უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს დაურეკა და ახალი ტურნირის შექმნის ინიციატორთა გადაწყვეტილება აცნობა.

ჩეფერინმა
სუპერლიგის განცდილი მარცხის შემდეგ "მარკას" განუცხადა, რომ თორმეტივე კლუბმა იმედი გაუცრუა, ყველაზე ნაკლებად კი - "ბარსამ"; ლაპორტა ახლახან აირჩიეს პრეზიდენტად, ორჯერ თუ სამჯერ ესაუბრა, ფინანსური კრიზისის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, ვინაიდან კლუბის წინა ხელმძღვანელობისგან მძიმე მემკვიდრეობა ერგო და სხვებზე ნაკლებადაა დამნაშავე.

თავად ლაპორტას თქმით, სუპერლიგის იდეა ძალაში რჩება და მათ კლუბს გონივრული პოზიცია უკავია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული