43 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ზაფხულში "იუვენტუსს" დატოვებს, თუმცა თამაშისთვის თავის დანებებას არ აპირებს, - ირწმუნება "ტუტოსპორტი".
მისი სამსახურით ხუთი კლუბია დაინტერესებული: კიევის "დინამო", საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი", "აინტრახტი", პორტუგალიის "სპორტინგი" და "გალათასარაი".
ხუთივე კლუბი ბუფონს დაუკავშირდა და ერთსეზონიანი კონტრაქტი შესთავაზა.