"შახტარმა" დე ძერბის სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ნოკოლო სკირა იტყობინება, რომ "შახტარი" "სასუოლოს" მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის დაუკავშირდა, ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზა.

დე ძერბის "შახტარში" გადაყვანას დონბასური კლუბის დირექტორი დარიო სრნა ცდილობს.

თავად დე ძერბის "სასუოლოსთან" ხელშეკრულება ივნისში უმთავრდება და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

დე ძერბიმ "სასუოლო" 2018 წელს ჩაიბარა და გუნდი სერია A-ში მიმდინარე სეზონში მერვე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული