ხვიჩას "რუბინმა" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და ოთხეულში შევიდა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ მაისს რუსეთის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თითო თითო გოლი გაიტანეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს, შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შეხვედრებს ტოვებს.

ამ მომენტისთვის ყაზანული გუნდი 49 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 მაისს, ვოლგოროდის "როტორთან" ჩაატარებს.

altOnefootball: კვარაცხელიას ძლიერი და სუსტი მხარეები - რა შემთხვევაში ელის წარმატებული კარიერა ევროპაში?



მკითხველის კომენტარები / 6 /
მომდევნო თამაშს როტორთან კი არა სტუმრად არსენალთან ჩაატარებენ და როტორტან კი სახლში ბოლო თამაშს და როგორც ხმები გამოდის ხვიჩას კუნთი აღარ აწუხებს და იმ თამაშში მინიმუმ განაცხადში იქნება ! უმაგრესი ამბავია ! ისედაც ნათქვამი ქონდათ ექიმებს რომ 10-12 დღეში მზაად იქნებაო და უკვე 12 ც და 14 დღეც გავიდა და არსენალამდე კიდევ 5 დღეა ანუ 20 დღე გავა იმ ექიმების ნათქვამის მერე
ზურა222
03 მაისი 2021 02:42
0
ესეთი თბილი, თავმდაბალი, პროფესიონალი ბევრი გახსენდებათ? ყველა კომპონენტში მსგავსი კალაძე მახსენდება, მაგრამ ერთი დიდი განსხვავება, გაცილებით ჭკვიანი და კრეატიული! უსურვებ კალაძის დარ მიღწევებს საკლუბო დონეზე, და დიდ ტურნირებს ნაკრებშიიი
Joko
03 მაისი 2021 01:38
0
კვარაცხელია ის ოქროა, რომელიც რაც დრო გადის უფრო, რომ ძვირდება, ამიტომ როტორი არ იჩქარებს მის გაყიდვას, მით უმეტეს თუ ევროტურნირზე გავა, იქ ხვიჩას თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა, ამას დაამატეთ რამდენიმე თამაში სანაკრებო დონეზე და ხვიჩას ფასმა ერთ წელიწადში შეიძლება 50 მილიონსაც მიაღწიოს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.
ჟორა გაბრიჭიძე
03 მაისი 2021 00:06
0
მანამდეც ოთხეულში იყო :)
sijd
01 მაისი 2021 21:30
1
რუბინმა 40 წუთი,კაცნაკლულმა ითამაშა და მეორე გოლიც,ამ დროს გაიტანეს.უფამ,ქულა წაართვა და კინაღამ მოუგო კიდეც,ცსკას.ტაბიძემ ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს.რუბინს,არსენალთან და როტორთან დარჩა სათამაშო.ორივე გავარდნის კანდიდატია და პლეი ოფის ზონაში დარჩენისათვის იბრძვიან.რუბინი,მეოთხე ადგილზეა და მისი დაწევაჯერ მხოლოდ სოჭს შეუძლია,რომელიც ახლა თამაშობს,ხიმკისთან.მოსკოვის სპარტაკს,50,რუბინს კი,49 ქულა აქვს.თუმცა სპარტაკს 3 თამაში დარჩა,მაგრამ მაინც,რუბინს შანსი აქვს,მედალი აიღოს.ისე გამოდის,რომ ქართველთა გუნდებმა,ერთმანეთი უნდა დაჭამონ.
სოსო
01 მაისი 2021 20:04
1
რუბინს მეტოქეებთან მაგარი უპირატესობა აქვს---თანაბარი ქულები რომ დააგროვონ რუბინს პირველი ექვს გუნდთან ყველასთან აქვს უპირატესობა (პირადი შეხვედრების შედეგით) ზენიტსაც კი ორივე თამაში მოუგო ! ერთადერთი ლოკომოტივთან აქვთ უარყოფითი შედეგი
ზურა222
03 მაისი 2021 02:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული