როგორ გააგდეს ქართველების "როტორი" - გუნდს ყაზანში მოედანზე გასვლა არ უნდოდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "როტორი" სტუმრად ფრეს (1:1) დასჯერდა "რუბინთან" და ქვედა დივიზიონში გავარდა. პარალელურად, უნდა დაწყებულიყო "უფასა" და ტულის "არსენალის" მატჩი. ეს ორივე გუნდი, "როტორის" მსგავსად, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. თუმცა სიცხის მომიზეზებით შეხვედრა 2 საათით გვიან დაიწყო, როდესაც უკვე იცოდნენ, რა შედეგი აწყობდათ (მასპინძლებმა 2:1 მოიგეს) და ვოლგოგრადული გუნდი რანგით დაქვეითებული აღმოჩნდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი "როტორის" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ Матч ТВ-სთან გააკეთა:

"როდესაც ყაზანში სტადიონზე მივედით, გავიგეთ, რომ უფაში თამაში პარალელურად არ დაიწყებოდა. პრემიერლიგის აღმასრულებელ დირექტორს,
სერგეი ჩებანს დავურეკე და სიტუაციის ახსნა ვთხოვე. მან რეგლამენტი მოიმიზეზა, რომ უფაში ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტი იყო და ასეთ პირობებში შეხვედრის ჩატარება არ შეიძლებოდა.

რეგლამენტის მიხედვით, ჩვენი გუნდი მოედანზე უნდა გასულიყო. რა თქმა უნდა, არსებობდა აზრი, რომ მოედანზე არ გავსულიყავით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტექნიკური წაგება ჩაგვეთვლებოდა.

"როტორი" აღნიშნულ ვითარებაში გულშემატკივართა აზრს ითვალისწინებს. უკვე ორი წერილი დავწერეთ და გავაგზავნეთ, რათა ლიგა ორი გუნდით გაზარდონ და ჩვენ დაგვტოვონ. დამნაშავენი უნდა დაისაჯონ.

დარღვეულ იქნა სპორტული პრინციპი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, პარალელურად რომ გამართულიყო, უფაში მატჩი სულ სხვა სცენარით წარიმართებოდა. მათი თამაშისას ბრძოლა ვერ დავინახე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
100% სიმართლეა
romandro
13:35 18-05-2021
0
რუსი ჟურნალისტები თვითონ ამბობენ,რუსეთში თამაშების 80% ჩაწყობილია და ბოლო წლებში დონეც დაეცაო და სრული სიმართლეა. სამარცხვინო ქვეყანა და ჩემპიონატია
ანრი
18:32 18-05-2021
0

სიახლეები პოპულარული