სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?

AutoSharing Option
Tribuna.com-მმა 2020/2021 წლების სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

პირველი ადგილი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ დაიკავა, რომელმაც "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გაიყვანა და პრემიერ ლიგის ტიტული კიდევ ერთხელ მოაგებინა. ინგლისის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის წინ "მანჩესტერ სიტის" 83 ქულა და ერთი თამაში "ევერტონთან" აქვს დარჩენილი. გვარდიოლას გუნდი "ჩელსის" 29 მაისს დაუპირისპირდება.

მეორე ადგილი ანტონიო კონტემ დაიკავა, რომელმაც "ნერაძური" დიდხნიანი პაუზის შემდეგ გააჩემპიონა. "ლურჯებმა" 2020/2021 წლის სეზონში 88 ქულა დააგროვეს, ბოლო ტურში კი "უდინეზეს" დაუპირისპიდებიან.

მესამე ადგილზე დიეგო სიმეონე იმყოფება,
"ჩოლოს" გუნდი ლა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. მადრიდელებს 83 ქულა აქვთ, გადამწვყეტ შეხვედრას "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონები გახდებიან.

მეოთხე ადგილზე მოულოდნელად იურგენ კლოპი გავიდა. "მერსისაიდელმა წითლებმა" სეზონის სტარტი კარგად დაიწყეს, თუმცა ტრავმიანობის გამო ბევრი და მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმეს, ამიტომ "ლივერპული" 66 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად კი "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხევაში "წითლები" ლიგაზე ავტომატურად გავლენ.

მეხუთე პოზიციას იულიან ნაგელსმანი იკავებს, რომელმაც "ლაიპციგი" გერმანიის ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ იულიანი მომდევნო სეზონიდან მიუნხენურ გიგანტში გადაბარგდება და ტიტულებისთვის ბრძოლას "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობით განაგრძობს.

მეექვსე ადგილზე მუდამ "უემოციო" ჰანს დე ფლიკი გავიდა, გასული ზღაპრული სეზონის შემდეგ, ბავარიელებმა ლიგის ტიტულის დაცვა ვერ მოახერხეს, თუმცა ბუნდესლიგა 10 ქულიანი უპირატესობით მაინც მოიგეს.

მე-7 ადგილს ტომას ტუხელი იკავებს, სპეციალისტი, რომელმაც "დაქცეული" ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, შიდა ჩემპიონატში კი 67 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, თუმცა ბოლო ტური "ასტონ ვილას" წინააღმდეგ სავალდებულდო მოსაგები აქვს, რათა ფინალში ვერ გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში კვლავ ჩაერთოს.

მაურისიო პოჩეტინომ მერვე ადგილი დაიკავა. მისი პსჟ დიდ გასაჭირშია, ლიგიდან "სიტიმ" უშანსოდ გამოაგდო, საფრანგეთის ჩემპიონატში კი "ლილს" 1 ქულით ჩამორჩება, ბოლო ტურში კი "ბრესტს" აუცილებლად უნდა მოუგოს, ხოლო "ლილმა" თავისი შეხვედრა "ანჟის" წინააღმდეგ უნდა დათმოს.

ჯან პიერო გასპერინიმ მე-9 პოზიცია დაისაკუთრა. მისმა "ატალანტამ" იტალიის სერია A-ში 78 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში კი შეუძლია "როსონერი" ლიგის ზონის გარეშე დატოვოს.

რაც შეეხება მეათე ადგილს, ჯილდო "ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა დაიკავა, რომელმაც "მელიების" თავკაცად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. "ლურჯებს" ლიგაზე გასვლის შანსიც აქვთ, თანაც ისე, რომ "ჩელსი" ან "ლივერპული" ამოაგდონ (თუ რომელიმე თავის შეხვედრას ვერ მოიგებს), ამასთან ერთად "არისტოკრატები" FA თასის ფინალში დაამარცხა და მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიპოვა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 10-ეულში ვერ შევხვდით ზინედინ ზიდანს, რომლის "რეალმაც" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია და ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაა მასე ჯიგარო, შეილება შიდა ჩემპიონატში დაკავებული ადგილი არ იძლეოდეს ლიგის საგზურს, თუმცა თუ ლიგას მოიგებ, უკვე შიდა ჩემპიონატში რა ადგილიც არ უნდა გეკავოს, მაინც გადიხარ ლიგაზე, როგორც ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული.
იმედია გასაგებად დავწერე
თომა
17:00 22-05-2021
1
ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩელსი ოთხეულს მიღმა დარჩება მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოიგებს
გუჯი
15:13 22-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული