54 წლის წინ ბრიტანული გუნდი პირველად გახდა ევროპაში საუკეთესო; არა, ისინი ინგლისელები არ იყვნენ!

AutoSharing Option
1967 წლის 25 მაისს, ლისაბონში ევროპის თასის რიგით მე-12 ფინალი გაიმართა, ერთმანეთის პირისპირ კი "ინტერი" და "სელტიკი" წარდგნენ. მილანურმა კლუბმა, რომელსაც ეს ტიტული 1965 წელს უკვე მოპოვებული ჰქონდა, ფინალისკენ გზა საკმაოდ რთულად დაიწყო. მათ მოსკოვის "ტორპედოს" დამარცხება მოახერხეს. ლეგენდარული ელენიო ერერას გუნდმა საკუთარ მოედანზე 1:0 იმარჯვა (ვალერი ვორონინმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა), განმეორებითი შეხვედრა კი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ნულოვანი ფრით დასრულდა. ამის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო სახალისო გახდა, "ინტერმა" უნგრული "ვაშაში" და მადრიდის "რეალი" დაამარცხა, ნახევარფინალში კი სოფიის ცსკა-ს დაუპირისპირდნენ.
პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში მილანელებმა იმარჯვეს და ფინალისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. 

რა შეიძლება ითქვას შოტლანდიელებზე? "სელტიკმა" "ციურიხს", "ნანტს" და პრაღის "დუკლას" სძლია, ბოლო წუთზე კი იუგოსლავიურ "ვოივოდინას" გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 

ფინალური შეხვედრა ჯოკ სტეინის გუნდმა ("სელტიკი") მთლად სახარბიელოდ ვერ დაიწყო. მატჩის დებიუტშივე, მე-7 წუთზე, გუნდის მცველმა ჯიმ კრაიგმა რენატო კაპელინი საჯარიმოში წააქცია, მისმა თანაგუნდელმა სანდრო მაძოლომ კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ამაზე ცუდ სათამაშო სცენარს შოტლანდიელები ვერც წარმოიდგენდნენ. "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ერერამ შესანიშნავი დაცვითი სისტემა შეიმუშავა, ამის შედეგად კი მათ საჯარიმოში წარმატებული თამაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ. ამრიგად, შოტლანდიელებს უწევდათ დიდი ძალისხმევის გაწევა, რათა "ნერაძურის" კარი აეღოთ. 

Sportall.Ge

პირველ ნახევარში სკოტებმა ვერაფერი მოახერხეს, მეორე ტაიმში კი, დიდი ძალისხმევის შედეგად, მათ მეტოქის გატეხვა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 90 წუთის განმავლობაში "სელტიკის" ფეხბურთელებმა კარისკენ 41-ჯერ დაარტყეს. პირველი ნახევრის იდეალურად ჩატარების შემდეგ იტალიელმა "რკინის მცველებმა" მეტოქის ზეწოლას ფიზიკურად ვერ გაუძლეს და 62-ე წუთზე ტომი გემილის გოლის წყალობით უპირატესობა დაკარგეს.

Sportall.Ge

"დასრულდა, დასრულდა" - განწირული ხმით ყვიროდა შტაინი. დამატებით დრომდე 6 წუთით ადრე სტივ ჩალმერსმა ისტორიული გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.


ამ გამარჯვებით კი "სელტიკი" პირველი ბრიტანული გუნდი გახდა, რომელმაც ევროპის თასი მოიგო. წარმოიდგინეთ, ახლაც კი ისინი ერთადერთ შოტლანდიურ გუნდად რჩებიან, რომლებმაც მოახერხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიგეს. 

Sportall.Ge

3 წლის შემდეგ "სელტიკმა" იმავე წარმატების გამეორება თითქმის მოახერხა, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში "ფეიენოორდთან" დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაშიც გემილმა თავი კვლავ გამოიჩინა. 

რა თქმა უნდა, ეს წარმატება მალევე არ მოსულა. სწორედ ამ ფეხბურთელებმა მიიღეს ზედმეტსახელი "ლისაბონის ლომები", ისტორიული შეხვედრის შემდეგ კი დღეს ეს ფოტო გავრცელდა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "ინტერმა" ევროპაში ჰეგემონიას 43 წლის შემდეგ მიაღწია და ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ და ვისი მეთაურობით.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპის თასი არ ჰქვია მაგ თასს! - ევროპის ჩემპიონთა თასი ჰქვია! (ერქვა). დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა.
ვარანგი
01:13 27-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული