U21. ქართველებმა ფინალი იმსაჯეს - ევროპირველობა გერმანიამ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიუბლიანაში ჩატარებულ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

გოლი 49-ე წუთზე "ანდერლეხტის" თავდამსხმელმა ლუკას ნჩემამ გაიტანა, რომელიც 4 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.

გერმანიამ კონტინენტის პირველობა მესამედ მოიგო.

მატჩს ქართველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურა - მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი, ლაინსმენები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, მეოთხე მსაჯი კი - ირაკლი კვირიკაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოდა, სწორედ გიორგი ყრუაშვილის წინააღმდეგ სამარცხვინო ფრონტი აქვთ გახსნილი ჭ კლასის მწვრთნელებსა და ასევე ჭ კლასის ტოტალიზატორდამოკიდებულ ფეხბურთელებს ფედწრაციის აქტიური მხარდაჭერით. ახლა, მინდა გუთხრათ,ჯერჯერობით ყრუაშვილი 10: 0- ს გიგებთ, იმიტომ რომ სამშობლო უყვარს, თავისი საქმის პროფესიონალია და ზემოჩამოთვლილებისგან განსხვავებით ღირსებაშელახული არ არის. კიდევ მრავალი წარმატება გიორგი ყრუაშვილს
იზი
15:11 07-06-2021
0
ძალიან კარგად იმსაჯეს,ყოჩაღ
კახა ქ.
06:15 07-06-2021
0

სიახლეები პოპულარული