ბრაზილიამ ისევ მოიგო, არგენტინამ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ივნისს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. 

ცენტრალური მატჩი კოლუმბიაში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა არგენტინას უმასპინძლა. "ალბისელესტემ" შეხვედრის დებიუტშივე, მე-3 და მე-8 წუთებზე, 2 გოლის გატანა მოახერხა. თავი კრისტიან რომერომ და ლეანდრო პარედესმა გამოიჩინეს. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა. 

მეორე ნახევრის დაწყებიდან 6 წუთის შემდეგ ლუის მურიელმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. თითქოს შეხვედრა არგენტინელების გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიგელ ბორხამ 90+4-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 1 ქულა მოუტანა. 

ამრიგად, არგენტინა 12
ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო კოლუმბია 8 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. ამის შემდეგ ნაკრებები კოპა ამერიკაზე გადაერთვებიან. 

"ალბისელესტე" გათამაშებაში 15 ივნისს ჩაერთვება, მისი მეტოქე კი ჩილე იქნება. რაც შეეხება კოლუმბიას, ისინი 14 ივნისს ეკვადორსს დაუპირისპირდებიან. 


პარაგვაიმ ცხრილის ლიდერ ბრაზილიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებიდან ანგარიში ნეიმარმა გახსნა. პსჟ-ის შემტევმა თავი მე-4 წუთზე გამოიჩინა, მეორე გოლი კი ლუკას პაკეტამ იმავე ნეიმარის გადაცემით 90+3-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ ნაკრებს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება ოფიციალურად გაუფორმა. 

ამრიგად, ბრაზილია 18 ქულით 1-ელ ადგილზეა, ხოლო პარაგვაი 7 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

"სელესაო" კოპა ამერიკის ტურნირს 14 ივნისს ვენესუელას წინააღმდეგ შეხვედრით დაიწყებს.  პარაგვაი 15 ივნისს ბოლივიას დაუპირისპირდება.


სხვა შეხვედრები: 

ეკვადორი-პერუ - 1:2

ვენესუელა-ურუგვაი - 0:0

ჩილე-ბოლივია - 1:1

altმესის გოლი ჩილეს დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული