2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-13 ტურში ბრაზილიამ კოლუმბიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან 3 ქულის მომტანი გოლი ლუკას პაკეტამ 72-ე წუთზე გაიტანა.
ამრიგად, 12 ტური თავზე "სელესაო" 34 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 17 ნოემბერს არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.
თავის მხრივ, კოლუმბიელები 16 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან. ამდენივე ქულა ჩილესა და ურუგვაის (ერთი მატჩით ნაკლები) აქვთ და შანსია, "ლოს კაფეტეროსმა" საპრიზო ხუთეულში ადგილი დაკარგოს, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 17 ნოემბერს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავენ.
სხვა შეხვედრები:
ეკვადორი - ვენესუელა - 1:0
პარაგვაი - ჩილე - 0:1
პერუ - ბოლივია - 3:0