დღეს, 14 ივნისს, სამხრეთ ამერიკაში კოპა ამერიკა დაიწყო.
პირველი შეხვედრა ბრაზილიასა და ვენესუელას შორის გაიმართა. "სელესაომ" მეტოქე დიდი სხვაობით, 3:0 დაამარცხა და ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება ჩაიწერა.
ბრაზილიელებმა პირველი გოლი 23-ე წუთზე გაიტანეს. თავი მარკინიოსმა გამოიჩინა. 64-ე წუთზე ნეიმარმა პენალტი გამოიყენა და უპირატესობა გაზარდა. შეხვედრას წერტილი გაბრიელ ბარბოსამ დაუსვა, რომელმაც 89-ე წუთზე იმავე ნეიმარის გადაცემა გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამრიგად, ბრაზილია 3 ქულით B ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 18 ივნისს პერუს წინააღმდეგ გამართავს.
თავის მხრივ, ვენესუელა
მე-5 ადგილზე იმყოფება და 21 ივნისს ეკვადორს დაუპირისპირდება.
მეორე შეხვედრა კოლუმბიასა და ეკვადორს შორის გაიმართა. მატჩში ერთადერთი გოლი კოლუმბიელებმა გაიტანეს და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. 43-ე წუთზე თავი ედვინ კადრონამ გამოიჩინა.
ამრიგად, კოლუმბია B ჯგუფში 3 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. ეკვადორი 0 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.