მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოპა ამერიკის პირველ ტურში, A ჯგუფში, არგენტინისა და ჩილეს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ანგარიში 33-ე წუთზე საჯარიმოდან მესიმ გახსნა. ეს ნაკრებში ჩატარებულ 145-ე მატჩში მისი 73-ე გოლია, ოფიციალურებში კი - 39-ე, გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი დაამხო და თავისი ეროვნული გუნდის ბომბარდირი გახდა.

57-ე წუთზე მსაჯმა არტურო ვიდალის წაქცევისთვის ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ "ალბისელესტეს" კარში პენალტი დანიშნა. ვიდალის დარტყმული ბურთი მეკარე დამიან მარტინესმა მოიგერია, მერე ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ედუარდო ვარგასმა დაასწრო.

19 ივნისს არგენტინა ურუგვაის დაუპირისპირდება.

რიო-დე-ჟანეირო. "ნილტონ სანტოსი"
არგენტინა - ჩილე 1:1
გოლები: 1:0 მესი (33), 1:1 ვარგასი (57)

მკითხველის კომენტარები / 3 /
იიფ, რა ბურთი ჭედა ლეომ?
zura
13:08 15-06-2021
0
ლეო მესი ძალიან მიყვარს და მინდა ბოლოს და ბოლოს, ეს კოპა ერთხელ მაინც მოიგოს, მაგრამ თუ ვერ ახდა ეს "ოცნება" ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ლეო ყოველთვის, დარჩება უდიდეს ფეხბურთელად!
barsa mesi
13:06 15-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული