"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაზე ოცნებობს.
"ვფიქრობ, დარტყმის დრო მოვიდა. უკვე დროა, კოპა ამერიკის მოგების შანსი გამოვიყენოთ.
არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ჩემი უდიდესი ოცნებაა. ახლოს ბევრჯერ ვიყავი, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამომდიოდა. მანამ ვიბრძოლებ, სანამ ძალა მექნება.
გამიმართლა, რომ ინდივიდუალურ და კლუბურ დონეზე ყველა ტიტული მოვიგე. ბრწყინვალე იქნება ნაკრებთან ერთად თასის მოგება", - თქვა მესიმ.
არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკა 2020-ზე პირველ მატჩს დღეს ღამით, თბილისის დროით 15 ივნისის 01:00 საათზე, ჩილეს გუნდის წინააღმდეგ გამართავს,
რომელთანაც წინა კოპას ფინალში დამარცხდა...
მომზადებულია The National-ის მიხედვით