შევჩენკომ განმარტა, რატომ ვერ გახდა კალაძის და ვეას მსგავსად წარმატებული პოლიტიკოსი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ Forbes-Украина-სთან ინტერვიუში თავის პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

- როგორც მივხვდი, პოლიტიკამ იმედი გაგიცრუათ. საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა - ეს ბერლუსკონის ზემოქმედებაა? თქვენ როგორი ამბიცია გქონდათ?
- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ იმედი გამიცრუა - უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არაა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, სიამოვნებას ვერ ვიღებდი და ვერ ვხედავდი, საკუთარი თავის რეალიზაცია როგორ მომეხდინა.

რატომ წავედი იქ? უკრაინა ახალგაზრდა სახელმწიფოა, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე მოთხოვნაა, თანაც, სპორტსმენებზე. ეს მსოფლიო ტენდენციაა. საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა "დინამოში" ჩემმა
პარტნიორმა კალაძემ, ლიბერიაში ვეა პრეზიდენტი გახდა.

სამყარო იცვლება და ყველა მსურველისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. კარიერის დასრულების შემდეგ კარგი დამატებითი განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობაა. მაგალითად, ჰარვარდში ყოფილი ათლეტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაა.

- თქვენთვის ეს გვერდი საბოლოოდ დახურულია?
- ახლა საკუთარ თავს პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კალაძეზე ვინც იძახის მაგარი პოლიტიკოსიაო,თქვენ პოლიტიკის გაგებაში არ ყოფილხართ.
გრიგოლი1408
17 ივნისი 2021 16:59
10
კახა კალაძე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ქ. თბილისის საუკეთესო მერია!!! აბა, დასცხეთ "დისლაიქები"... "ნაც-აქტივისტებო" და "ბოღმის" ბუკეტებო...
tngh
17 ივნისი 2021 15:40
16
ისე ყველა ვისაც მთავრობა არ მოწონს ნაცი რატოა?
ვახო
17 ივნისი 2021 19:48
1
თბილისის გარდა რომელიმე სხვა ქალაქის მერიცაა კალაძე და იქ აკეთებს კარგ საქმეებს? მართლა ძალიან მაინტერესებს, რა გააკეთა კარგი?
lado
17 ივნისი 2021 11:41
13
გამოექანონო ეგ არიყო რომ მოუწოდა ?
შუათითი მე ვაჩვენე ხალხს ?
რამდენი რამ კიდე ...
მაგის ნაპოლიტიკოსარი არ გაიშვას.

დარჩენილიყო ფეხბურთში უყვარდა ხალხს და ასე შეაძულა თავი. ფუუუ

Lm
17 ივნისი 2021 08:57
28
ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ კალაძე ერთერთი უიშვიათესი პოლიტიკოსია რომელმაც საკუთარ თავზე იმუშავა და რაღაცას აკეთებს. გადახედეთ უბრალოდ თუნდაც 2011-12 წლების მის საუბარს და დღევანდელს, ცა და დედამიწაა. კარგი ფეხბურთელი იყო და ჩემდა გასაკვირად კარგი პოლიტიკოსი გამოვიდა
დავითი
17 ივნისი 2021 02:06
41
კახი კალაძეზე,როგორც პოლიტიკოსზე,ისევე როგორც მთელ ოცნებაზე,ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს,მაგრამ კარგად მახსოვს კახა კალაძე,იმ საშინელი წყალდიდობის დღეებში.სხვების გვერდით(ხშირად მათზეც წინ) როგორ იდგა წყალში და ადამიანების გადასარჩენად იბრძოდა.ამას არასოდეს დავუვიწყებ და როგორც კარგ ადამიანზე,წარმოდგენას ვერაფერი შემაცვლევინებს.თანაც თუ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გადავხედავთ,რამდენია მასზე უფრო უკეთესად რომ ჩანს?მას,თავისი სათქმელის თქმა და პოზიციის გონივრული დაცვა მაინც შეუძლია(სხვა საქმეა,ამ პოზიციას ვეთანხმებით თუ არა).ასეა თუ ისე,მის საქმეების კეთილგანზრახულობისა გაცილებით მეტად მჯერა,ვიდრე მისი პოლიტიკური მტრებისა.ის ცდილობს განვითარდეს,და არც ეს უნდა დავუკარგოთ.ყველა თავისი წარსულიდან მოდის და მისი წარსული,საქართველოს ყველაზე უფრო ტიტულოვანი ფეხბურთელობაა.ახლა კი, ის თბილისის მერია.აქედან იქამდე უზარმაზარი გზა ჰქონდა გასავლელი და ავად თუ კარგად ,გაიარა.აი არსაიდან მოსული "პოლიტიკოსები"(არსად რომ მიდიან და მხოლოდ საშოვარზე ფიქრობენ),მას რა ნამუსით ლანძღავენ,ეგ არ მესმის,თორემ რიგით ამმრჩეველს,უფლებაც აქვს და ვალდებულიცაა გააკრიტიკოს თბილისის მერი,მიუხედავად მისი წარსულისა.ამომრჩეველმა მაქსიმუმი უნდა მოითხოვოს და აიძულოს,ამ მაქსიმუმის შესრულება.ფეხბურთშიც ხომ ასეა და კახი კალაძისათვის,ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა,ის ხომ ლობანოვსკისთან ვარჯიშობდა, კიევის დინამოში და შეეძლო,გონების დაკარგვამდე ემუშავა.
სოსო
17 ივნისი 2021 15:41
5
შენც რო მიგაბაროთ ლოკოპეტს შენც ისე დაგაწყებინებს საუბარს მიმიქარავს კალაძე და თალაკვაძე )))
ნიკა
17 ივნისი 2021 12:01
11
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული