დღეს, 24 ივნისს, კოპა ამერიკის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
ტურნირის მასპინძელი ბრაზილია კოლუმბიას დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.
სტუმრებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. თავი ლუის დიასმა შესანიშნავი "მაკრატელა" დარტყმით გამოიჩინა.
კოლუმბიელები უპირატესობას დიდხანს ინარჩუნებდნენ, თუმცა "სელესაოს" შეტევების გაძლება დროდადრო რთულდებოდა. 78-ე წუთზე რენან ლოდის ჩაწოდებას რობერტო ფირბინო გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა.
შეხვედრის ბოლო წუთები ძალიან გაიწელა, 90+10 წუთზე კი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ კუთხურით თავური დარტყმით ბრაზილიელი ზედიზედ მე-10 გამარჯვებით აზეიმა.
ამრიგად,"სელესაოს" 3 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ 9 ქულა აქვს და B ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. თავის მხრივ, კოლუმბიამ 4 თამაში გამართა და 4 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.
ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 28 ივნისს ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს. კოლუმბიამ კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები უკვე დაასრულა.
სხვა შეხვედრა:
ეკვადორი - პერუ - 2:2