კანჩელსკისი: რუსეთი ევროზე ყველაზე უარესი გუნდია, სამაგიეროდ, მწვრთნელი ჰყავს ორდენოსანი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა რუსეთის ნაკრები გააკრიტიკა.

"ნაკრებში მხოლოდ სპორტის დამსახურებული ოსტატები თამაშობენ. ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე უარესი გუნდია, სამაგიეროდ, მწვრთნელი ჰყავს ორდენოსანი. დაე, ხელმძღვანელებმა გადაწყვიტონ, როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. ექსტაზში ყოფნისას ყველას ორდენები და წოდებები დაურიგეს, ახლა კი სამარცხვინოა.

ჩამორთმევა, რა თქმა უნდა, ლამაზი არ იქნება, საერთოდ. თუ თავად მოთამაშეები და მწვრთნელი არ მოინდომებენ, მაგრამ ჩერჩესოვი არაფრის გამო უარს არ იტყვის ალექსანდრე ნეველის ორდენზე.

ფეხბურთელებს ევროპაში წასვლა მართებთ, აი, ესაა მთელი საიდუმლო. თუმცა, რუსეთის პრემიერლიგიდან წასვლა ძნელია. თვითონ ფეხბურთელის
უზარმაზარი სურვილი უნდა არსებობდეს, რადგან კლუბი, აგენტი და ნათესავები წინააღმდეგი წავლენ, ვინაიდან რუსეთში პირობები გაცილებით მომგებიანია", - განუცხადა კანჩელსკისმა Sport24.ru-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხ კანჩელსკის დაგიჭერენ შენ.DD ისე ღირსი კი ხარ უკრაინა, რომ არ აირჩიე თავის დროზე.
2
რუსეთი რო გონიათ სამყაროს ჭიპი, მაგიტომაც გადაახიეს თავზე ის ჭიპი
აეგრე
01:58 29-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული