ბრაზილიამ ჩილე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა.

ბრაზილია ჩილეს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა, რითაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

"სელესაომ" გამარჯვების გოლი 46-ე წუთზე  გაიტანეს, თავი ლუკას პაკეტამ გამოიჩინა, აღსანიშნავია, რომ ანგარიშში დაწინაურებიდან 2 წუთის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი მოედნიდან გააძევეს, თუმცა ჩილემ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და წლევანდელ კოპა ამერიკის ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.

მეორე შეხვედრა ბევრად სანახაობრივი გამოდგა, პერუსა და პარაგვაის დაპირისპირება 3:3 დასრულდა, შეხვედრა პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც ნაკრებებმა 6-6 თერთმეტმეტრიანი შეასრულეს, პერუმ 4:3
იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე ბრაზილია იქნება, შეხვედრა 6 ივლისსაა ჩანიშნული.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული