ნაბ***არო, შენ მე დამამარცხე... - ნეიმარის ემოციური წერილი

AutoSharing Option
კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიისა და არგენტინის თამაშის დასრულების შემდეგ ყოფილი თანაგუნდელები და ახლო მეგობრები, ლიონელ მესი და ნეიმარი, ერთმანეთს გადაეხვივნენ და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ.

ნეიმარმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა, თუ რა უთხრა თამაშის შემდეგ ლეოს:

"წაგება მანადგურებს, დღემდე ვერ ვისწავლე მასთან შეგუება" - ამბობს ნეიმარი.

"გუშინ, როდესაც შეხვედრა დასრულდა და მე დავმარცხდი, წავედი და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, ჩემს მეგობარსა და ძმას, მესის ჩავეხუტე. ძალიან გულნატკენი ვიყავი და ვუთხარი - ნაბ***არო, შენ მე დამამარცხე.

მარცხმა გული მატკინა,
მაგრამ ეს ბიჭი განუმეორებელია. მე მას დიდ პატივს ვცემ, პატივს ვცემ იმისთვის, რაც მან ფეხბურთისთვის და ჩემთვის გააკეთა.

მეზიზღება მარცხი, თუმცა ისიამოვნე ამ ტიტულით. ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა, გილოცავ, ძმაო".

შეგახსენებთ, "ალბისელესტემ" "სელესაოს" დამარცხება 1:0 შეძლო და ნანატრი ტიტული მოიგო. გამარჯვების მომტანი გოლი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეიმარ! შე გამყიდველო.
გია
12:05 12-07-2021
26
Aseti scori ram am kacs arutqvams aqamde.
Milani
19:02 12-07-2021
1

სიახლეები პოპულარული