რუსეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე უხეიროდ ასპარეზობის შემდეგ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მარადი ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი ღრმად ჩასწვდა მათ ფეხბურთში არსებულ პრობლემას და შესაბამისი კომპეტენტური დასკვნაც გამოიტანა.
"ჩვენ ჩრდილოური ქვეყანა ვართ, ფეხბურთს კი სამხრეთულები თამაშობენ: ბრაზილია, არგენტინა, პორტუგალია და ხანდახან საბერძნეთი. იმისათვის, რათა რუსეთის ნაკრების თამაში გავაუმჯობესოთ, საჭიროა ბავშვებს შორის სპორტის პოპულარიზაცია გავაძლიეროთ.
ახლა ბავშვებს ფეხბურთისადმი ინტერესი არ აქვთ. აუცილებელია მომზადება - ბიჭუნები ეზოებში არ თამაშობენ", - თქვა ჟირინოვსკიმ თავის "ინსტაგრამზე" მიმდინარე ტრანსლაციაზე.