ევრიკა - ჟირინოვსკი მიხვდა, რატომ ვერ თამაშობენ რუსები ფეხბურთს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე უხეიროდ ასპარეზობის შემდეგ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მარადი ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი ღრმად ჩასწვდა მათ ფეხბურთში არსებულ პრობლემას და შესაბამისი კომპეტენტური დასკვნაც გამოიტანა.

"ჩვენ ჩრდილოური ქვეყანა ვართ, ფეხბურთს კი სამხრეთულები თამაშობენ: ბრაზილია, არგენტინა, პორტუგალია და ხანდახან საბერძნეთი. იმისათვის, რათა რუსეთის ნაკრების თამაში გავაუმჯობესოთ, საჭიროა ბავშვებს შორის სპორტის პოპულარიზაცია გავაძლიეროთ.

ახლა ბავშვებს ფეხბურთისადმი ინტერესი არ აქვთ. აუცილებელია მომზადება - ბიჭუნები ეზოებში არ თამაშობენ", - თქვა ჟირინოვსკიმ თავის "ინსტაგრამზე" მიმდინარე ტრანსლაციაზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მერე რას ვაკეთებთ ამდენი სამხრეთელები, მაგას როგორ დაგამადლით?!... საქართველოდან დაბრუნებული ტურისტები ქვეყანაში არ შეუშვათ, სანამ კოვიდის ტესტთან ერთად ორსულობის ცნობასაც არ წარადგენენ და ვინ იცის, ერთი-ორი თაობის შემდეგ მართლაც ისწავლოთ ფეხბურთის თამაში და იქნება, საკუთარი ჩემპიონი ჭიდაობაშიც გამოსჭედოთ....
ვოოტ
09:10 14-07-2021
5
ფეხბურთი გუნდური თამაშია და გუნდურ თამაშს, ყველაზე მეტად შოვინიზმი უშლის ხელს..
კ ო მ ბ ლ ე
00:08 14-07-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული