უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბასი ირწმუნება, რომ "დუნაისკა სტრედას" 22 წლის ვენესუელელი თავდამსხმელი ერიკ რამირესი მალე კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება, "რუბინში" გადასვლაზე კი იმიტომ თქვა უარი, რომ ხელფასის ნახევარი კლუბისთვის უნდა დაეთმო.
"რუბინში" ვენესუელელი თითქოს ჩაგდებული მედშემოწმების გამო არ აიყვანეს. თუმცა არის სხვა ვერსიაც, რომ ყოველთვიური ანაზღაურების ნახევრის მიცემაზე უარი განაცხადა. იქ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა", - წერს ბურბასი "ტვიტერზე".
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ კი "სპორტ-ექსპრესთან" აღნიშნა, რომ მათი ჩვეულებრივი პრაქტიკა ფეხბურთელებისთვის გასამრჯელოს 90%-ის გადახდაა, 10% გადასახადებში მიდის და ასეთ სისულელეზე
კომენტარის გაკეთება უაზრობაა.
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ კი "სპორტ-ექსპრესთან" აღნიშნა, რომ მათი ჩვეულებრივი პრაქტიკა ფეხბურთელებისთვის გასამრჯელოს 90%-ის გადახდაა, 10% გადასახადებში მიდის და ასეთ სისულელეზე