ქორწილია, ქორწილი - ვერატიმ ტოპ-მოდელზე ჯვარი იფსკვნა

AutoSharing Option
მართლაც მშვენიერი ზაფხული გამოუვიდა პსჟ-ის 28 წლის ნახევარმცველ მარკო ვერატის - ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ფრანგ ტოპ-მოდელ ჯესიკა აიდიზე დაქორწინდა კიდეც.

მან ჯვარი პარიზის მახლობლად, ნეიი-სიუ-სენის რატუშაში დაიწერა, ქორწილი კი სასტუმრო "კრიიონში" გადაიხადა.

ახლად დაქორწინებულებს საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მესამე მეუღლემ, კარლა ბრუნიმ უმღერა, გარეთ კი ყველაფერი იწვოდა - ტემპერატურა +42 გრადუსი იყო.

Sportall.Ge

აიდი ძალიან პოპულარული მოდელია, "ინსტაგრამზე" 430 ათასი ხელისმომწერი ჰყავს, თანამეცხედრეზე ერთი წლით უფროსი და გაცილებით მაღალია. მას Dolce & Gabbana-ს უძვირფასესი თეთრი კაბა ეცვა.

ვერატი
2019 წელს დასცილდა პირველ მეუღლეს, ლაურა ზაზარას, რომლისგანაც ორი ვაჟიშვილი ჰყავს და მას შემდეგ აიდისთან ცხოვრობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აწი მაი ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს!
ნატურალი გურული
26 ივლისი 2021 11:27
0
"ჯვარი იფსკვნა" შენ მოიფიქრე ?!
მარტვილელი
21 ივლისი 2021 13:20
0
შერეკილმა ერთაოზ ბრეგაძემ.
სოსო
21 ივლისი 2021 18:41
0
ვერატი დავდამხსმელი როდიდან გახდა?
ავოე
21 ივლისი 2021 13:14
0
იფსკვნაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნახევარმცველია ვერატი ისე
ი.ჯ
21 ივლისი 2021 11:32
0
საცოდავი მარკო ვერატი. ამანაც ნელი დურაკაშვილი მოიყვანა ცოლად.
ქ. გ.
21 ივლისი 2021 08:34
2
საღოლ კვირის კომენტარი იყო მართლა
შაკო
21 ივლისი 2021 11:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული